USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
გლდანის რაიონის რამდენიმე ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა
თარიღი:  563

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. რომლის ფარგლებშიც კიდევ რამდენიმე ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა.

 მათ შორის ზაჰესში, შოთაძის ქუჩის ნაწილზე და ჩიხებში 3425 კვ. მეტრ ფართობზე მოეწყო ასფალტის საფარი, რისთვისაც 190 340 ლარი დაიხარჯა. აღნიშნულ მისამართზე აქამდე გზის საფარი არ არსებობდა.

სამუშაოები ასევე დასრულდა სოფელ გლდანში 26 მაისის ქუჩაზე, მუხიანის აგარაკებზე ჩხარის ქუჩაზე და გიორგიწმინდაში, იმერეთის ქუჩაზე.

 

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის