USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
გლდანის რაიონის მეშვიდე მიკრორაიონის N10 კორპუსთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
Date:  439
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ მეშვიდე მიკრორაიონის N10 კორპუსთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
 
სამუშაოები 1000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ტარდება.
 
ტერიტორიაზე ეწყობა მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაიგება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები.განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
 
აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 286 659 ლარი დაიხარჯება.
 
ამასთან, მიმდებარედ არსებულ სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია უტარდება.
 
სამუშაოებს გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.
World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way