USD 2.7015
EUR 3.1697
RUB 3.4107
Тбилиси
გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, იწყება სპორტული ჩემპიონატი „გლდანის თასი მინი ფეხბურთში - 2024 “
дата:  758
ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლიათ 16 წლის ზემოთ, გლდანის მცხოვრებლებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს. რეგისტრაცია ონლაინ აპლიკაციის მეშვეობით არის შესაძლებელი. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს აპლიკაციის მეშვეობით დარეგისტრირებული პირველი 16 გუნდი. ტურნირი ჯგუფური ეტაპებით დაიწყება და ოლიმპიური სისტემით (პლეი ოფებით) გაგრძელდება.
 საპრიზო ადგილზე გასული გუნდების თითოეულ წევრს სავაჭრო ცენტრის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცემა.
 I ადგილზე გასული გუნდის წევრები 200 -ლარიან,
 I I ადგილზე გასულები - 150-ლარიან,
 ხოლო III ადგილზე გასული გუნდის წევრები 100-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერებს მიიღებენ.
 ასევე, დასახელდებიან სამ ნომინაციაში გამარჯვებულები. ეს ნომინაციებია:
 საუკეთესო ფეხბურთელი,
 საუკეთესო მეკარე,
ბომბარდირი.
 ნომინაციებში გამარჯვებულებს სავაჭრო ცენტრის 100-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 მაისი.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
ტურნირის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, გუნდის კაპიტნებს საორგანიზაციო ჯგუფი დაუკავშირდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: თეონა - 551 45 46 46;
თაკო - 598 75 74 54
Тбилиси
თელასი - სამგორის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 23 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილის ზემო პლატოს, ნავთლუღის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათგესის,  ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, ქიზიყის, რკინიგზის, თვალჭრელიძის და ლორთქიფანიძის ქუჩების  მოსახლეობას. 

более
голосование
Кстати