USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, "გლდანის თასი მინი ფეხბურთში 2023" დასრულდა - პირველობა გუნდმა ,,კეშომ“ მოიპოვა
Date:  782
გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, "გლდანის თასი მინი ფეხბურთში 2023" დასრულდა.
 
 ტურნირში გლდანის რაიონის მცხოვრებლებით დაკომპლექტებული 16 გუნდი მონაწილეობდა.
 
საპრიზო ადგილზე გასული გუნდების თითოეულ წევრს მედლები და სავაჭრო ცენტრის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ. ტურნირი ჯგუფური ეტაპებით დაიწყო და ოლიმპიური სისტემით (პლეი-ოფებით) გაგრძელდა. თამაშები რამდენიმე ეტაპად ჩატარდა და 8 დღის მანძილზე მიმდინარეობდა.
 
 პირველობა გუნდმა ,,კეშომ“ მოიპოვა, მეორე ადგილი ,,ოლ სტარმა“, მესამე ადგილი კი ,,ტიფლისმა“ დაიკავა. ტურნირის მიმდინარეობისას, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ: საუკეთესო მეკარე, ტურნირის ბომბარდირი; საუკეთესო ფეხბურთელი;
 
ჩემპიონატს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან კობიაშვილთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად დაესწრო, გამარჯვებულებს კი მედლები, თასები და სავაჭრო ცენტრის სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა.
 
აღნიშნული ტურნირი ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებასა და დამკვიდრებას ისახავს მიზნად.
society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way