USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
გლდანის რაიონის გამგეობამ წყაროთუბნის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კელდის მშენებლობა დაიწყო
Date:  224
გლდანის რაიონის გამგეობამ წყაროთუბნის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კელდის მშენებლობა დაიწყო.
 
აღნიშნულ მისამართზე გზის სავალი ნაწილი, გრუნტის ჩამოშლის შედეგად დაზიანდა. შესამაბისად, გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დამჭერი კედლის მოწყობა გახდა სჭირო.
 
პროექტის მიხედვით, 4 მეტრი სიმაღლისა და 14 მეტრი სიგრძის კედელი აშენდება, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 77 000 ლარია გათვალისწინებული.
 
კედლის მოწყობის შემდეგ აღდგება ჩამოშლილი გზის მონაკვეთიც.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, პარლამენტის წევრ ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად გაეცნო.
tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way