USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
გლდანის რაიონის გამგეობამ სასწავლო წლის დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა
дата:  603
გლდანის რაიონის გამგეობამ სასწავლო წლის დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.
 
 VI მიკრორაიონის N7–N20 კორპუსებთან მდებარე პარკში, ღონისძიებაზე მოსულ ბავშვებს მრავალფეროვანი სახალისო თამაშები, შოუ პროგრამები და შეჯიბრებები, სხვადასხვა სახის სწავლება, ანიმატორები, ოჩოფეხები, ბატუტი, ფოტო ჯიხური, სახის მოხატვა, საპნის ბუშტების შოუ დახვდათ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - გაყიდვაც.
 
 ღონისძიება კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა - მარიტა როხვაძემ, გიორგი კელაპტრიშვილმა და ცირა კობიაშვილმა მიიღეს. კონცერტს გიორგი ბაგრატიონი უძღვებოდა. საღამო კი ანდრია გველესიანმა და ბენდმა დაასრულა.
 
ღონისძიებას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად დაესწრო.
мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати