USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
Тбилиси
გლდანის რაიონის გამგეობამ მუხიანის აგარაკებზე კიდევ ერთი ქუჩის მოწესრიგება დაიწყო
дата:  453
გლდანის რაიონის გამგეობამ მუხიანის აგარაკებზე კიდევ ერთი ქუჩის მოწესრიგება დაიწყო.
 
სამუშაოების ფარგლებში, შოვის ქუჩაზე ასფალტის ორფენიანი საფარი 3105 კვ.მ ფართობზე დაიგება. ასევე, ეწყობა ხევზე გადასასვლელი ბეტონის მილ-ხიდი.
 
საგზაო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით, 409 000 ლარი დაიხარჯება.
 
გარდა ამისა, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია კიდევ ოთხ მისამართზე - ბორჯომის, ვანის, ხვანჭკარის ქუჩებსა და ვარდისუბნის IV შესახვევში.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე მოადგილესთან ერთად გაეცნო.
общество
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати