USD 2.6393
EUR 3.0167
RUB 3.4624
თბილისი
გლდანის რაიონის გამგეობამ 2025 წელს განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა
თარიღი:  461
გლდანის რაიონის გამგეობამ 2025 წელს განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. შესრულებული საქმიანობის ანგარიში საზოგადოებას რაიონის გამგებელმა ბესიკ კალაძემ წარუდგინა. პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 
მიმდინარე წლის განმავლობაში, გლდანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურა 105 275 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელი 34 მისამართზე მოეწყო-რეაბილიტირდა; რაიონს 5 მრავალფუნქციური სკვერი და 5 მცირე ზომის მოსასვენებელი სივრცე შეემატა; სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთება-რეაბილიტაცია 86 მისამართზე ჩატარდა; გრუნტის დამჭერი კედლის და კიბე-პანდუსის მოწყობა 8 მისამართზე დასრულდა; 40 მისამართზე ჩატარდა სხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
 
დელეგირებული უფლებამოსილებით, 14 საჯარო სკოლაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
 
ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, 34 მისამართზე სპორტული მოედნების მოწყობა - რეაბილიტაცია განხორციელდა, მათ შორის ორ მისამართზე სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოეწყო
 
 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ფარგლებში, 2025 წელს 207 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. მათ შორის, სახურავი და წყალსაწრეტი მილები 49 მისამართზე შეიცვალა; 64 ლიფტის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა და 42 კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა.
 
მიმდინარე წელს გამგეობამ სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო 14 ღონისძიება ჩაატარა.
 
 პრეზენტაციას,ასევე, საქართველოს პარლამნეტის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, დედაქალაქის საკრებულოს წევრები ჯაბა კოღუა, მიხეილ რეხვიაშვილი, ცოტნე ჩიქვინიძე და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის