USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს განაგრძობს
дата:  429
გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს განაგრძობს.
 
 ამჯერად, ზაჰესში, თავისუფლების N11 ა კორპუსთან ეზო მოწესრიგდა. 900 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი შეიცვალა. აღნიშნულისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 43 900 ლარი დაიხარჯა.
 
გზის საფარის მოწესრიგებამდე, აღნიშნულ კორპუსში გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში, წყალარინების შიდა და გარე ქსელი შეიცვალა, რისთვისაც 48 600 ლარამდე დაიხარჯა.
 
мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати