USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე კიდევ ერთი ქუჩის მოწესრიგებას აგრძელებს
дата:  658

გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე კიდევ ერთი ქუჩის მოწესრიგებას აგრძელებს

მუხიანი 2-ში, სამეგრელოს ქუჩაზე, 400 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა დასრულდა, 3 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი ასფალტის საფარი იგება. პროექტისთვის დაახლოებით, 400 000 ლარი დაიხარჯება.

საგზაო სამუშაოებამდე გამგეობამ ტერიტორიაზე წყალარინების ქსელი მოაწყო. აღნიშნულ ქუჩაზე ამ დრომდე წყალარინების ქსელი და გზის საფარი არ არსებობდა.

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.

мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати