USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
გლდანის რაიონის I მიკრორაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
дата:  

გლდანის რაიონის გამგეობამ I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე ხორციელდება არსებული ინვენტარის დემონტაჟი. ჯამში, სკვერის მოწყობის სამუშაოები დაახლოებით, 1 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდება.

პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება ფიტნეს ზონა და ტენისის მაგიდა. ადგილზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები - დაითესება ბალახი და დაირგვება 372 ხე-მცენარე (102 ხე და 270 ბუჩქი). ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 588 887 ლარი დაიხარჯება.

სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати