USD 2.7002
EUR 3.1679
RUB 3.2114
Tbilisi
გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციული ზონა ეწყობა
Date:  469

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციულ ზონას აწყობს.

აღნიშნული ტერიტორია, დაახლოებით, შვიდი ჰექტარია, პარკის მოწყობის სამუშაოები კი 37 000 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. დანარჩენ ფართობს იკავებს წყლის ზედაპირი.

მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა პაატა ტოგონიძემ დაათვალიერეს.

ამ ეტაპზე ეწყობა ბეტონის ბილიკები, მოედნები და განათების სისტემა. ტერიტორიაზე შეაქვთ ნოყიერი მიწის ნაზავი. უახლოეს პერიოდში დაიწყება ტბაზე პირსის მოწყობა, გაკეთდება სპორტული მოედნები და სარწყავი სისტემებიც.

სამუშაოების ფარგლებში, დაგეგმილია საჩრდილობლების, ვიდეომეთვალყურეობისა და განათების სისტემების, საბავშვო მოედნის, ცხოველების სასეირნო ზონის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნების მოწყობა. ასევე, გაკეთდება ველო და საფეხმავლო ბილიკები, რომელიც შემოუვლის გზისპირა გამწვანების ზოლს და მას ერთგვარ კუნძულის ფორმას მისცემს. ტერიტორიაზე განთავსდება სკამები და ურნები.

ტბა გაიწმინდება ლეშქაშისგან და მასზე გაივლის საინტერესო დიზაინის პირსი, საიდანაც შესაძლებელი იქნება ფრინველებსა და გარემოზე დაკვირვება. ტერიტორიაზე დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი, დაითესება ბალახი. ასევე, მოეწყობა ტერასული გამწვანება, რომელიც ბუნებრივად ერწყმის არსებულ ლანდშაფტს (ფერდობს). პარკი ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

მერის მოადგილესთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე და საქართველოს პარლამენტის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.

რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

tbilisi
თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ავრცელებს.

"საბაჟო გამშვები პუნქტი "თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა (19,4 კილოგრამი) აღმოაჩინეს.

მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირის მიერ, მოხდაბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს, რომელიც ბანგკოკი-მუმბაი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა, სამგზავრო ჩანთაში, ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა 34 შეკვრად დაფასოებულ ჰერმეტულ შეფუთვაში ჰქონდა განთავსებული", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლების შესაბამისად, აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way