USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Тбилиси
გლდანის მესამე მიკრორაიონში კიდევ ერთი სკვერი ეწყობა
дата:  367

გლდანის რაიონის გამგეობამ III მიკრორაიონის N3 ბ კორპუსის მიმდებარედ რეკრეციული სივრცის მოწყობა დაიწყო, -განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისივე განმარტებით, სამუშაოები, დაახლოებით, 3 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდება.

„ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე უკანონო შემოღობვების დემონტაჟიც განხორციელდა.

„ამ ტერიტორიაზე არსებობდა უკანონო შემოღობვები, რომლის დემონტაჟიც მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ. უნდა ვიაქტიუროთ, რომ მსგავსი სივრცეები გამოთავისუფლდეს და მოეწყოს სკვერები, პარკები, სტადიონები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 400 000 ლარი დაიხარჯება.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати