USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
გლდანის მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსის მიმდებარედ სკვერის სრული რეაბილიტაცია იგეგმება
Date:  880
გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, გამგეობის თანამშრომლებთან ერთად მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსის მიმდებარედ სკვერის სრული რეაბილიტაციის საკითხზე სასაუბროდ მოსახლეობას შეხვდა.
 
აღნიშნულ მისამართზე გამგეობის მიერ ძველი სკვერის გაფართოება და სრული რეაბილიტაცია იგეგმება, პროექტის შემუშავებამდე აღნიშნულ საკითზე მოსახლეობასთან პირველი შეხვედრა შედგა, სადაც მოსახლეობამ სარეკრეაციო სივრცესთან დაკავშირებით სურვილები და ინიციატივები გააჟღერა, გამგეობის თანამშრომლებმა კი მათ სკვერთან დაკავშირებით დაგეგმილ აქტივობებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
 
society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way