USD 2.6708
EUR 3.1003
RUB 3.7600
Тбилиси
გლდანის N174 საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაო პროცესი მიმდინარეობს
дата:  353
გლდანის რაიონის გამგეობა, დელეგირებული უფლებასმოსილების ფარგლებში, სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს.
სამუშაო პროცესი მიმდინარეობს N174 საჯარო სკოლაში, სადაც სკოლის ეზოს შემოღობვის სამუშაოები, დაახოლებით, 600 გრძივ მეტრზე ხორციელდება. ღნიშნული პროექტისთვის 200 000 ლარამდე დაიხარჯება.
ამასთან, სკოლაში გზის საფარიც მოეწყო, სამუშაოები 1800 კვ.მ ფართობზე ჩატარდა.
მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.
общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати