USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
გლდანის რაიონში სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება
дата:  299
გლდანის გამგეობის მიერ, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, რაიონში სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება.
 
ამჯერად, ფეხბურთის მოედნის მოწყობის სამუშაოები გიორგიწმინდის დასახლებაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარეობს. სამუშაოები 336 კვადრატულ მეტრ ფართობზე ხორციელდება, რისთვისაც, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 127 272 ლარი დაიხარჯება.
 
გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე მიმდინარე სამუშაოებს საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.
 
Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати