USD 2.6229
EUR 3.0260
RUB 3.2340
თბილისი
გლდანის III მიკრორაიონის N3ა–3ბ კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თარიღი:  1014

გლდანის რაიონის გამგეობა III მიკრორაიონის N3ა–3ბ კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სკვერის ტერიტორიაზე არსებული უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა და მათ ადგილზე მრავალფუნქციური სივრცე ეწყობა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ადგილობრივ მოსახლეობას მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. მოსახლეობის ჩართულობით, დემონტაჟი გავუკეთეთ იმ უსახურ ფარეხებს, რომელიც არ გამოიყენებოდა და ძალიან დიდ ფართობს იკავებდა. გამოთავისუფლებული სივრცე გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ მოეწყოს სკვერი, რომელიც ადგილობრივებს შესაძლებლობას მისცემს, დაისვენონ, განიტვირთონ, ივარჯიშონ. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, ღია სივრცის მაგიდის ჩოგბურთი; დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები; ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, კერძოდ, დაიგება ბალახის საფარი და დაირგვება ხე-მცენარეები. განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მერის ინფორმაციით, მომავალ წელს დაგეგმილია N3ბ კორპუსის მიმდებარედ არსებული უკანონო ფარეხების დემონტაჟიც და აღნიშნული სივრცის სრული მოწესრიგება.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის