USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
გლდანის III ა მიკრორაიონის N15 ა კორპუსთან, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება
თარიღი:  360
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გლდანის III ა მიკრორაიონის N15 ა კორპუსთან ხორციელდება.
სამუშაოების შედეგად, შიდა ეზო 3 030 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოწესრიგდება. აღნიშნულისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 170 000 ლარი დაიხარჯება.
 ამასთან, აღნიშნულ მისამართზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, შიდა და გარე ქსელი ექვსივე სადარბაზოში 464 გრძივ მეტრზე შეიცვალა და აღნიშნულისთვის 95 738 ლარი დაიხარჯა.
მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.'
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის