USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
გივი ჩხარტიშვილი - ერთად დავდგეთ მამულის, ენის და სარწმუნოების დასაცავად
თარიღი:  866

თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე გივი ჩხარტიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, აღნიშნული რეზოლუციის მიღებით ოპოზიცია შეგულიანდა და დაიჯერა, რომ ეს რეზოლუცია რამის მთქმელია.

„გუშინ ევროპარლამენტის ბოლო შეკრება იყო. ორი თვის მერე იქ აბსოლუტურად სხვა მოცემულობა გვექნება, მაგრამ ამ რეზოლუციის მიღებით ოპოზიცია შეგულიანდა. სინამდვილეში, ეს ყველაფერი კარგად გათვლილი პროვოკაციაა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროვოკაციას ქართველი ხალხი სწორად შეაფასებს“,- განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა 29 აპრილს დაგეგმილ შეკრებაზეც ისაუბრა და მოსახლეობას ერთად დგომისკენ მოუწოდა.

„29 აპრილს ჩვენ, ყველანი ერთად, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ პირველ რიგში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ყველაფერი ქართულია. ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ. ერთად დავდგეთ მამულის, ენის და სარწმუნოების დასაცავად“, - განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის