USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Тбилиси
გივი ანდრიაძეს ფარიკაობაში შეტანილი წვლილისთვის სპორტის რაინდის წოდება მიანიჭეს
дата:  930

წითელი მიხაკის რაინდი – ასე უწოდებენ ცნობილ ქართველ პოეტს, ტიციან ტაბიძეს. ძალიან სიმბოლურია, რომ ახლახან მის შვილიშვილს, ნიკოლოზ (გივი) ანდრიაძესაც რაინდის წოდება მიანიჭეს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ფარიკაობის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის ვეტერანი მუშკეტერი სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა.

,,ეს იყო 57 წლის წინ – 20 წლის ნიკოლოზ ანდრიაძემ ბელგიაში ახალგაზრდებს შორის რაპირით ფარიკაობაში მსოფლიოს ჩემპიობობა მოიპოვა. ზუსტად 50 წლის შემდეგ კი იტალიურ ტერნში უკვე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ვეტერან მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

2014 წელს უნგრულ დებერეცენში ვეტერანთა მსოფლიოს პირველობაზე დაიკავა მესამე ადგილი. მერე გერმანიაში პროფესიონალ ექიმებს შორის ევროპის პირველობებზე ორჯერ დაისაკუთრა ოქროს მედალი.

ტიციან ტაბიძის შვილიშვილმა (ნიტა ტაბიძის ვაჟი) ოჯახურ ტრადიციასაც არ უღალატა – მამა და ბაბუა ექიმები იყვნენ და თავადაც სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა. მერე მოსკოვში მიასნიკოვის სახელობის კარდიოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურაში ჩაირიცხა. პარალელურად ფარიკაობასაც განაგრძობდა და 1990 წელს სადოქტორო დისერტაცია დაიცვა.

სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობის მიუხედავად, ფარიკაობას მაინც ვერ შეელია. საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელ ლუდვიგ ღაღანიძის ხელმძღვანელობით დღემდე ვარჯიშობს.

2010 წელს ტიციან ტაბიძის სახელობის თბილისის 43-ე საჯარო სკოლაში თავისი სახელობის ფარიკაობის კლუბი ჩამოაყალიბა. მერე კიდევ რამდენიმე სკოლაში დანერგა ფარიკაობა და ახლა ამ კლუბების წარმომადგენლები საერთაშორისო სარბიელზე წარმატებით ასპარეზობენ”, – წერს გაზეთი ,,ლელო” – იხილეთ დაჯილდოების ფოტოები.

გივი ანდრიაძეს ფარიკაობაში შეტანილი წვლილისთვის სპორტის რაინდის წოდება მიანიჭეს

გივი ანდრიაძეს ფარიკაობაში შეტანილი წვლილისთვის სპორტის რაინდის წოდება მიანიჭეს

спорт
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати