USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
გიორგი ვოლსკი: ოპოზიციას ომის რიტორიკა ის ტრენდი ჰგონია, რომელიც მათ გაუხსნის გზას იმისთვის, რომ თავისი ბელადი სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში მოიყვანონ
თარიღი:  553

ოპოზიციას ომის რიტორიკა ჰგონია, რომ ეს არის ის ტრენდი, რომელიც სწორია, მაგრამ არ დაინგრევა ჩვენი ქალაქები, ინფრასტრუქტურული პროექტები, ეკონომიკა არ ჩამოიშლება, მაგრამ ისეთ რყევას შექმნის, რომელიც იოლად ჩაივლის ერთი შეხედვით, მაგრამ მათ გაუხსნის გზას იმისათვის, რომ თავისი ბელადი სააკაშვილი მოიყვანონ ხელისუფლების სათავეში - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამაში ჩართული ჰყავთ არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა სატელიტური პარტიების ფართო სპექტრი, არსებობს უამრავი განცხადება და თითოეული მათგანის ციტირება შეიძლება.

„რაც უფრო მეტს ილაპარაკებს ევროკავშირი იმაზე, რომ პოლარიზაცია არის ცუდი საქართველოში, უფრო მეტი იქნება პოლარიზაციის მცდელობა, იმიტომ, რომ ოპოზიციის ამოცანა, მათი სტრატეგია, მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე დესტაბილიზაციამ მოიტანოს ჩვენს მიმართ დასავლეთის გაციება, რაც მოსალოდნელი არ არის, მით უმეტეს, მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე და საზოგადოებაში ისეთი რყევის შექმნა, რომელიც ადამიანის ბოროტი ხასიათიდან კი არ არის, ადამიანური ემოციიდან, არამედ იმ ბოროტი განზრახვიდან გამომდინარეობს, რომელსაც ჰქვია ხელისუფლების დესტაბილიზაციის გზით შეცვლა. არ ვიცი რა მიზიდულობა აქვს ასეთი ამ ხელისუფლების კაბინეტებს, მაგრამ არის მეორე ასპექტი, რასაც ჩემი პირადი მოსაზრებით ვფიქრობ, რომ ყურადსაღებია, მათ შორის, ჩვენ გუნდშიც, საზოგადოებაშიც, რომ ომის თემა, ომის რიტორიკა მათ ჰგონიათ, რომ ეს არის ის ტრენდი, რომელიც ზოგადად კარგია, სწორია, მაგრამ არ მოხდება, არ დაინგრევა ჩვენი ქალაქები, ინფრასტრუქტურული პროექტები არ დაენარცხება, ეკონომიკა არ ჩამოიშლება, მაგრამ ისეთ რყევას შექმნის, რომელიც იოლად ჩაივლის ერთი შეხედვით, მაგრამ მათ გაუხსნის გზას იმისათვის, რომ თავისი ბელადი სააკაშვილი მოიყვანონ ხელისუფლების სათავეში. ამაში ჩართული ჰყავთ ფართო სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა სატელიტური პარტიების. რატომ ვფიქრობ ასე? მე სულ რომ არ ვიფიქრო და არ მინდოდეს რომ ასე ვიფიქრო, არის უამრავი განცხადება და ციტირება შეიძლება თითოეული მათგანის“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის