USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Tbilisi
გიორგი ვოლსკი: „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი არანაირად არ თრგუნავს და არ არღვევს სექსუალური უმცირესობების უფლებებს
Date:  501

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტს ითვალისწინებს, გია ვოლსკიმ შეაფასა. საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის განმარტებით, ლგბტ თემის პროპაგანდა ქვეყანაში დაპირისპირებებს წარმოშობს. მისივე განცხადებით, კანონპროექტის მიღების შემდეგ სექსუალური უმცირესობების უფლებები კვლავ დაცული იქნება.

„ეს არის თემა, რომელიც უკავშირდება ეროვნულ უსაფრთხოებას, ვინაიდან აქ არის ლაპარაკი იმ რესურსზე, რამაც საქართველო მოიყვანა დღემდე ამ ისტორიული ქარცეცხლისა და ქარტეხილების მიუხედავად. ეს არანაირად არ თრგუნავს და არ არღვევს სექსუალური უმცირესობების უფლებებს. თავად თემა, ამის პროპაგანდა წარმოშობს საზოგადოებაში ისეთ დაპირისპირებებს, რომელსაც შეიძლება ძალიან ცუდი განვითარება მოჰყვეს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მომდევნო კვირაში პარლამენტში ბიუროზე გავა, რის შემდეგაც საკითხზე კომიტეტებში იმსჯელებენ.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way