USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Tbilisi
გიორგი ვოლსკი: კეზერაშვილმა ქართულ ჯარს სოლიდური თანხა მოჰპარა. ამ ადამიანისთვის არაფერი უცხო არ არის
Date:  483

საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ბი-ბი-სის“ მიერ სერიოზული საგამოძიებო ღონისძიებებია ჩატარებული და თუ ეს გამოძიებაში გადავა, საკმაოდ სერიოზული საფუძველი ექნება.

„მაინც ნუ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას, რადგან მან თქვა, რომ გამოძიება გაგრძელდება და რასაკვირველია, გამოძიება უნდა ჩატარდეს. უკვე გამოძიებულია, რომ კეზერაშვილმა ქართულ ჯარს სოლიდური თანხა მოჰპარა. ამ ადამიანისთვის არაფერი უცხო არ არის, რადგან მას არანაირი რესურსი არ გააჩნდა და სწორედ აგვისტოს ომის შემდეგ გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი მდიდარი ადამიანი, ვინც საქართველოში მართავს პოლიტიკურ პროცესებს, ასევე მედიის ნაწილს, ნიშნავს ადამიანებს, ასპარეზზე გამოჰყავს გარკვეული ადამიანები. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეფასებებს, ეს ისტერიკაზე მიუთითებს. მათ უნიათო შეფასებები გააკეთეს, რომ თითქოს, ბაობაბების ჩამოტანისა და რიკოთის სტიქიური პრობლემების გამო ხდება „ბი-ბი-სის“ საგამოძიებო მასალების გამოქვეყნება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ინტელექტუალურ დონეს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სივრცეში შეიქმნა. კეზერაშვილის ექსტრადირებაზე ოფიციალური მიმართვა იყო, რაც ჯარის თემას ეხებოდა. ამას რა პოლიტიკური სარჩულიც არ უნდა დაუდონ, რასაკვირველია, ამ ფაქტებს საკმაოდ მყარი საფუძველი გააჩნია გამოძიებით დადგენილი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way