USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
თბილისი
გიორგი ვოლსკი გახარიაზე - რა შობს ასეთ შუბლისძარღვგაწყვეტილობას, მე ვერაფრით ვხსნი
თარიღი:  838

ძალადობა რომ ძალადობას შობს, დაგიდასტურებთ, მაგრამ რა შობს ასეთ შუბლზე ძარღვგაწყვეტილობას, ვერ ვხსნი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “პრაიდთან” დაკავშირებული მოვლენების შესახებ გიორგი გახარიას შეფასებას.

ვოლსკის თქმით, გახარიას განცხადება მიუღებელია და პოლიტიკური სპეკულაციის მაგალითია.

“ძალადობა არ არის ის თემა, რომელიც ხელისუფლებას ახასიათებს, მათ შორის არ ახასიათებდა გიორგი გახარიას ხელმძღვანელობის დროსაც. მას მერე არ შეცვლილა სახელმწიფოში მიდგომა და თუ მის პოლიტიკას ასეთი განცხადებების კეთება სჭირდება, რასაკვირველია, მხოლოდ ამაზე შეიძლება გვქონდეს კომენტარი. ის, რაც მისი განცხადების შინაარსში დევს, ეს არის პოლიტიკური სპეკულაციის მაგალითი, რომელზეც შეიძლება, მომავალ თაობებს ასწავლო, როგორ არ უნდა მოიქცე, როდესაც პოლიტიკურ პოზიციას იცვლი. მისი განცხადებები არათუ ბრძნულია, არამედ მიუღებელია, არაეთიკურია და არასწორია, ვინაიდან არ აქვს საფუძველი. მიზეზი იმისა, რომ ასე ისაუბროს, მხოლოდ შეიძლება იყოს პოლიტიკური სპეკულაცია და თავის წარმოჩენის სურვილი ”,- განაცხადა ვოლსკიმ.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის