"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ის პირადად არ აპირებს არცერთი თანამდებობის აღებას პარლამენტში, თუმცა მათი გუნდიდან იქნებიან ადამიანები, ვინც კონკრეტულ პოზიციებს დაიკავებენ. ამით ვაშაძე შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ ძალაუფლების განაწილების საკითხს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი მოლაპარაკებებს გამართავენ.
„ძალაუფლების განაწილება არის ძალიან მნიშვნელოვანი კონპონენტი. ეს ჩვენი ევროპელი კოლეგების ინიციატივაა, მაგრამ ჩემთვის გაცილებით პრიორიტეტულია ახლა საკონსტიტუციო ცვლილებების დროული რეგისტრაცია, რომ ამან საარჩევნო გარემო შეცვალოს სრულფასოვნად ქვეყანაში, სრულად პროპორციულზე გადაგვიყვანოს და დაიწიოს ბარიერი. რაც შეეხება ძალაუფლების გადანაწილების საკითხს, ჩვენ ამაზე მოლაპარაკებებს, ალბათ, დავიწყებთ. მე პირადად, არ ვაპირებ არცერთი თანამდებობის აღებას, თუმცა, ჩვენი გუნდიდან, რაღა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები, ვინც კონკრეტულ პოზიციებს დაიკავებენ იმისთვის, რომ მეტად წარმოვადგინოთ ხალხის ხმა პარლამენტში და მეტად დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების ინტერესები, მეტად ვაიძულოთ "ქართული ოცნება" რომ პოლიტიკური კინკლაობის ნაცვლად იფიქროს ხალხის პრობლემებზე,"- აცხადებს ვაშაძე.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.