USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
გიორგი ვაშაძე პარლამენტში თანამდებობის დაკავებას არ აპირებს
თარიღი:  790

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ის პირადად არ აპირებს არცერთი თანამდებობის აღებას პარლამენტში, თუმცა მათი გუნდიდან იქნებიან ადამიანები, ვინც კონკრეტულ პოზიციებს დაიკავებენ. ამით ვაშაძე შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ ძალაუფლების განაწილების საკითხს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი მოლაპარაკებებს გამართავენ.

„ძალაუფლების განაწილება არის ძალიან მნიშვნელოვანი კონპონენტი. ეს ჩვენი ევროპელი კოლეგების ინიციატივაა, მაგრამ ჩემთვის გაცილებით პრიორიტეტულია ახლა საკონსტიტუციო ცვლილებების დროული რეგისტრაცია, რომ ამან საარჩევნო გარემო შეცვალოს სრულფასოვნად ქვეყანაში, სრულად პროპორციულზე გადაგვიყვანოს და დაიწიოს ბარიერი. რაც შეეხება ძალაუფლების გადანაწილების საკითხს, ჩვენ ამაზე მოლაპარაკებებს, ალბათ, დავიწყებთ. მე პირადად, არ ვაპირებ არცერთი თანამდებობის აღებას, თუმცა, ჩვენი გუნდიდან, რაღა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები, ვინც კონკრეტულ პოზიციებს დაიკავებენ იმისთვის, რომ მეტად წარმოვადგინოთ ხალხის ხმა პარლამენტში და მეტად დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების ინტერესები, მეტად ვაიძულოთ "ქართული ოცნება" რომ პოლიტიკური კინკლაობის ნაცვლად იფიქროს ხალხის პრობლემებზე,"- აცხადებს ვაშაძე.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის