USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
Tbilisi
გიორგი ვაშაძე და თაკო ჩარკვიანი "ძალა ერთობაშიას" ტოვებენ და ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან
Date:  1015

გიორგი ვაშაძე, თაკო ჩარკვიანი და „სტრატეგია აღმაშენებლის" ექსპერტები ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან. ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის" ახალი ბრენდის პრეზენტაციის წარდგენისას განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს არის გადამწყვეტი მომენტი იმისთვის, რომ 2020 წელს საქართველოს მოქალაქეებმა გაიმარჯვონ.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაც იქნება „სტრატეგია აღმაშენებელი", რომელიც შედგება ამ ეტაპზე სამი სუბიექტისგან. „ახალი საქართველო", „კანონი და სამართალი" და „სტრატეგია აღმაშენებლის" ის ექსპერტები, რომლებთან ერთადაც საზოგადოებას წარვუდგინეთ ქვეყნის განვითარების გეგმა. ჩვენი ამოცანაა დავამარცხოთ სიღარიბე, დავაბრუნოთ ემიგრანტები. ამაზე დეტალურად 30 ივლისს ვისაუბრებთ"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way