USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
გიორგი ტყემალაძე ვაჟა-ფშაველას I კვარტალში მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
Date:  714

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, ამავე რაიონის გამგებელ დავით კვინიკაძესთან ერთად ვაჟა-ფშაველას I კვარტალში მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, თბილისის ყველა უბანში შექმნილია სარეკრეაციო სივრცეები, სადაც სხვადასხვა ასაკის მოქალაქეებსა თუ მოზარდებს შეუძლიათ მშვიდ გარემოში აქტიური დასვენება, განტვირთვა და გართობა. ,,დასასვენებელი სივრცეების მოწყობა და არსებულის რეაბილიტაცია ჩვენი ერთ-პრიორიტეტია.

სწორედ ამიტომ რამდენიმე თვის წინ ვაჟა-ფშაველას I კვარტალში მდებარე ირაკლი ციციშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. დღეს კი სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გავეცანით. შეხვდით ადგილობრივ მოსახლეობას და მათი წინადადებები და მოსაზრებები მოვისმინეთ’’,-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მისივე თქმით, თითქმის 2 ჰექტარ ფართობზე კეთილმოწყობილი სარეკრეაციო სივრცე გათვლილი იქნება სხვადასხვა ასაკისა და საჭიროების ადამიანებისთვის. მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციით კი, მთელი თბილისის მასშტაბით კვლავ გაგრძელდება რეკრიაციული პროექტების განხორციელება.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way