USD 2.6797
EUR 2.8684
RUB 2.9172
Тбилиси
გიორგი ტყემალაძე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპელ პარტნიორებთან მრავალმხრივი თანამშრომლობა
дата:  179

სასტუმროში ,,ქორთიარდ მარიოტი" დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, სადაც შესაძლებელია ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების განხორციელების გარშემო დიალოგის წარმართვა, ასევე, არსებული გამოწვევების, გადაჭრის გზებისა და სამომავლო გეგმების განსაზღვრა. ფორუმის წევრებმა დისკუსია საბაზისო შეფასების შედეგად თავმოყრილი, სისტემატიზებული და გაანალიზებული შედეგების გარშემო წარმართეს და ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვის შესაძლო სტრატეგია და თანამშრომლობის გზები განსაზღვრეს.

მათივე ცნობით, ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ადგილობრივი მმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი (ათეა), თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გამოვიდა.

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის მიღწევები, რაც საქართველოს მუნიციპალიტეტებს აქვს ადგილობრივ დონეზე, ადამიანის უფლებების განხორციელების თვალსაზრისით განვავითაროთ.

ამასთანავე, საჭიროა, უფრო ეფექტური და ქმედითი გავხადოთ ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული ის პროგრამები, რომლებიც სოციალური ინკლუზიის გაუმჯობესებას ემსახურება.

ასევე მნიშვნელოვანია თანასწორობის ხელშეწყობა და ზოგადად, ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირსეულ გარემოში ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა. როგორც მოგეხსენებათ, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები მუდმივად ვითარდება. შესაბამისად, ჩვენ მოწოდებული ვართ სიახლეები ავსახოთ ადგილობრივ პოლიტიკაში და გავაძლიეროთ შესაბამისი შესაძლებლობები’’,-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ და აღნიშნულ პროცესში ათეას მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი.

როგორც საკრებულოში განმარტავენ, ადამიანის უფლებების საკითხებზე კი ევროპის საბჭო ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის წარმომადგენელმა ჰერალდ ბერგმანმა ისაუბრა.

აღნიშნული სესია ასევე ადგილობრივი ინიციატივების შესახებ საგრანტო კონკურსის პრეზენტაციასაც დაეთმო.

დასასრულს, ფორუმის წევრებმა ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიმართულებით საჭირო ძალისხმევის შესახებ შეხედულებები გამოთქვეს და მმართველობის ყველა დონეზე ინტენსიური დიალოგისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მხრივ მათი, როგორც ათეა-ს წევრების მოლოდინები გააზიარეს.

спорт
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати