USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
Tbilisi
გიორგი წერეთელი: რიკოთზე ყველა ფერდის დამუშავება პროექტის შესაბამისად ხდება
Date:  587

არაერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, თუ მედიასაშუალებამ, შოვში მომხდარი ტარგედიის შემდეგ, რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, კვლავ დაიწყო პროექტისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის დისკრედიტაცია. მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რიკოთის ყველა დასრულებული მონაკვეთი იქნება უსაფრთხო ,- ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა, შოვის სტიქიის ზონიდან მედიასთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გიორგი წერეთელმა აღნიშნა, რიკოთის უღელტეხილზე სამუშაოები გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. გარკვეულ მონაკვეთებზე სამუშაოების პროგრესი მაღალია და ეს მონაკვეთები წლის ბოლომდე შევა ექსპლუატაციაში.

„მინდა გამოვეხმაურო რიკოთის თემას. არ მეგონა თუ სტიქიის ზონიდან მომიწევდა აღნიშნული განცხადების გაკეთება, მაგრამ სამწუხაროდ, მიწევს. ბოლო დღეებია ძალიან გააქტიურდა ნეგატიური განცხადებები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების და ადამიანების მხრიდან. მინდა ვთქვა, რომ აღნიშნული განცხადებებით, კვლავ ცდილობენ პროექტის დისკრედიტაციას, მოსახლეობაში შიშის გაჩენას, თითქოს რიკოთის უღელტეხილზე რაღაც ცუდი ხდება,-„ აღნიშნა გიორგი წერეთელმა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თქმით, სულ, რიკოთის მონაკვეთზე 77 ფერდია, რომელსაც უკეთდება პროექტით განსაზღვრული შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოები. რიკოთის პროექტის ფარგლებში, პროექტის დაწყებიდან, სულ 6000 მ სიგრძის გეოლოგიური ბურღი გაკეთდა. ჩატარდა არაერთი გეოტექნიკური, გეოფიზიკური და სეისმური კვლევები და ამ კვლევების საფუძველზე იქნა მიღებული რიკოთის უღელტეხილის საპროექტო გადაწყვეტილება.

„რაც შეეხება ფერდებს, ეს არის სამუშაო პროცესი და ის მოვლენები, რომლებსაც ჰქონდა ადგილი, იყო სამუშაო პროცესის ნაწილი. სამწუხაროდ, ყველა კადრი, რომლიც ვრცელდება ამა თუ იმ ტელევიზიით, არის ძველი, თვეების წინ გადაღებული და თუ დღეს ჩახვალთ რიკოთის უღელტეხილზე, ნახავთ სულ სხვა სურათს და სხვა მდგომარეობას. ყველა ფერდი, რომელიც რიკოთზე იყო, დამუშავდება პროექტის შესაბამისად და იქნება უსაფრთხო. ამ მონაკვეთებზე გადაადგილება იქნება უსაფრთხო“- განაცხადა გიორგი წერეთელმა.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way