USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
Tbilisi
გიორგი წერეთელი - რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის შეზღუდვა გამოწვეულია უკიდურესი აუცილებლობით - კვირის ბოლოსთვის გვეცოდინება, როდის აღდგება მოძრაობა
Date:  482

კვირის ბოლოსათვის ცნობილი იქნება პირველადი შედეგი, რომელიც მოგვცემს საშუალებას ვიმსჯელოთ შესაბამისი საფრთხეების დონეზე და ვიმსჯელოთ იმის შესაძლებლობაზე, თუ როდის და როგორ აღდგება რიკოთის უღელტეხილზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, - ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რიკოთის უღელტეხილზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება იმიტომ აიკრძალა, რომ გზასთან დაახლოებით, 200 მეტრში, თოვლის დნობის შედეგად, ბზარები განვითარდა, რაც შესაძლოა მეწყრის ჩამოსვლის საშიშროებას წარმოადგენდეს.

მისივე თქმით, მეწყრული უბნის შესასწავლად მოწვეულები არიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სპეციალისტები.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, ჩატარებულია და მიმდინარეობს ფერდის კომპლექსური შესწავლა, მიმდინარეობს ტოპოგრაფიული, გეოფიზიკური და გეოლოგიური კვლევები, რომლის დასრულების შედეგად, შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობები შეფასდეს.

"აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეული იყო უკიდურესი აუცილებლობიდან, ვინაიდან თოვლის მოსვლის შედეგად, გზასთან სიახლოვეს, დაახლოებით, 200 მეტრში განვითარდა მეწყრული პროცესები. დაკვირვების შედეგად, ბზარებმა დაიწყო მომატება, ზრდა და აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული პროცესების განვითარების და ჩამოშლის ტენდენცია იყო. ამიტომ სპეციალისტების რეკომენდაციით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რიკოთის უღელტეხილზე დროებით შეგვეზღუდა გადაადგილება.

რაც შეეხება გომი-საჩხერე-ჭიათურის 109 კმ-იან გზას, რომელზეც ახლა გადართულია სატრანსპორტო მოძრაობა, აღნიშნული გზის მხოლოდ 6 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც გადაადგილებას აფერხებს, რისთვისაც გზების დეპარტამენტი მოსახლეობას კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს.

მინდა აღვნიშნო, რომ გადაწყვეტილება უკიდურესი აუცილებლობის გამო და მგზავრთა უსაფრთხოებისათვის იყო მიღებული. ჩვენ ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დროულად აღდგეს რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა და უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველვყოთ საავტომობილო გზებზე,“ - განაცხადა გიორგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, რიკოთის უღელტეხილი 30 მარტს ჩაიკეტა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way