USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
გიორგი თავდგირიძე - რატომ არ სჭირდება საქართველოს სამხედრო სავალდებულო სამსახური
Date:  866
საქართველოს თავდაცვას, საქართველოს თავდაცვის ძალებს, საქართველოს, ქართველებს და 18 დან 27 წლამდე ქართველ მამაკაცებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ სჭირდება.
საქართველოს თავდაცვა 1999 წლიდან ახორციელებს პოლიტიკას, რომელიც მიმართულია პროფესიული ჯარის ჩამოსაყალიბებისკენ. ანუ 1999 წელს ამერიკელებმა ჩაატარეს საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოველმხრივი და ყოვლისმომცველი შეფასება, დადეს შესაბამისი დოკუმენტი და რეკომენდაციები. ქართველმა პოლიტიკოსებმა მიიღეს ჯარის პროფესულ რელსებზე გადაყვანის გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება ეჭვ ქვეშ არ დამდგარა არასდროს ( სამხედროების რეაქციული ფრთის გარდა ). ჯარის პროფესიონალიზაციის „ეკლიან“ გზაზე არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, არც ერთი ფარატინა ქაღალდი, რომელზიც ეჭვის ქვეშ დააყენებდა ან ჯარის პროფესიონალიზაციის მიზანშეწონილობას ან დაასაბუთებდა პროფესიული ჯარისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის პარალელურ არსებობის აუცილებლობას. დასკვნა: საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა არ აღწერს, არ ასაბუთებს და მიზნად არ ისახავს სამხედრო სავალდებულო სამსახურის განვითარებას, ანუ არ ჭირდება.
საქართველოს თავდაცვის ძალებს, ომის სცენარებში ძალების ფორმირებისას სჭირდება სამხედრო მოსამსახურეების დამატებითი რიცხოვნობა. მაგრამ 2018 წლამდე ამ პრობლემას „ოპერატიულ დაგეგმარებაში“ ვერ წყვიტავდა და ან აიგნორებდა, ან 100 ათასიანი რეზერვის, ან დაიცავი შენი სოფელის მსგავსი ბოლომდე გაუაზრებელი პროექტებით ცდილობდა ხარვეზების შევსებას. 2018 წელს, მე და ჩემი ორი მეგობრის „აქტიური რეზერვის კონცეფცია“ მხარდაჭერილი იქნა აკია ბარბაქაძის აქტიურობით პრეზიდენტის მიერ, ხოლო თავდაცვის სამინისტროში მინისტრის იმჟამინდელი მოადგილის ნუკრი გელაშვილის აქტიურობით მინისტრის მიერ. პროექტს მხარი დაუჭირა თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალმა ჩაჩიბაიამ. 2018 წელს შემუშავდა და პარლამენტის მიერ დამტკიცდა კანონი რეზერვისა და სარეზერვო ძალების შესახებ, რომელმაც კანონის დონეზე დაამტკიცა ქართული არმიისთვის ახალი ძალის აქტიური რეზერვის შექმნა. 2018 წელს გენერალური შტაბის სკეპტიკური დამოკიდებულების გამო ახალ ძალის მიმართ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების წინადადება არ დაგვიყენებია, მაგრამ ვგულისხმობდით, თუ აქტიური რეზერვი გაამართლებდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის აუცილებლობა თავისით გაუქმდებოდა. 2018 წელსვე დაიწყო ახალ სამხედრო კოდექსზე მუშაობა და იგივე ნუკრი გელაშვილის, ზვიად ოქროპირიძის, პაატა ტურავას და ზურა ზერეკიძის დამსახურებით და მე ჩემი რეფორმატორი თანამოაზრეების თანამონაწილეობით კოდექსის თავდაპირველ ვარიანტში იყო პრინციპულად სხვა დამოკიდებულება სამხედრო საქმისა და სამხედრო სამსახურის მიმართ, რომელიც ადგილს აღარ უტოვებდა რუსულ კერზის ჩექმის გავლენას შეიარაღებულ ძალებზე. სამწუხაროდ კოდექსმა 5 წლიანი ტრანსფორმაციის შემდეგ საერთოდა სხვა მიმართულება მიიღო, თუმცა დავუბრუნდები სამხედრო სავალდებულო სამსახურს. კოდექსის იმ ვარიანტში, იგულისხმებოდა 4 თვეს ( ან უფრო ნაკლებს) პლიუს 10 წლის განმავლობაში სამ წელიწადში ერთხელ ორკვირიანი შეკრებებით შვეიცარიის მსგავსი სამხედრო სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემოღება. თუმცა დებატები ღია იყო და შეიძლებოდა უფრო მოქნილი ვარიანტის დამტკიცებაც. რაც შეეხება დღევანდელ რეალობას, სკეპსისის მიუხედავად აქტიურმა რეზერვმა გაამართლა და ქართულ არმიას, შესაძლებლობა აქვს გაცილებით მცირე თანხებით, შექმნას იმდენი საბრძოლო ერთეული, რამდენის საკმარისი იქნება 4 პროფესიული ბრიგადის მხარდასაჭერად. ანუ საქართველოს თავდაცვის ძალებს ყავს დამტკიცებული კონცეფციის საფუძველზე შექმნილი, დაკანონებული და პრაქტიკაში აპრობირებული აქტიური რეზერვი, რომელსა მთლიანად შეუძლია უზრუნველყოს არმიის რიცხოვნობის ზრდა. სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმის კონცეპტუალური საფუძველი, რეფორმირების შემდეგ მიღებული პრაქტიკული შედეგების პროგნოზირება და საჭიროება დასაბუთებული არ არის.
დასკვნა: შეიარაღებულ ძალებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ სჭირდება;
საქართველოს სახელმწიფოს არც 2025 წლამდე, არც 2023 წლამდე და არც ადრე სამხედრო სავალდებულო სამსახური იმ ფორმით რომლითაც არსებობდა არ სჭირდებოდა, მარტივად იმიტომ რომ ნებისმიერი ანალიზი აჩვენებს, რომ ეს არის ახალგაზრდების შრომის უფასოდ ან დისკრიმინაციული ანაზღაურებით გამოყენება, ეს კი არ შეესაბამება დემოკრატიული სახელმწიფოში ადამიანის უფლებების სტანდარტებს.
რაც შეეხება ახალგაზრდებს, მათვის ძალიან დიდი დისკომფორტი იქნება ხისტი, მოუქნელი გაწვევის სისტემა, რომელიც მუდამ დამოკლეს მახვილივით იქნება მათ თავზე ჩამოკიდებული და საშუალებას არ მისცემს მათ დაგეგმონ და ააწყონ თავისი მომავალი ისე, რომ დამოკიდებული არ იყვნენ ვიღაც ჩინოვნიკის სწორხაზოვან გადაწყვეტილებებზე.
საბოლოოდ: თუ კი საშუალება გვაქვს მოვუხსნათ ახალგაზრდებს წნეხი ისე რომ ამით არ დავაზარალოთ თავდაცვის შესაძლებლობები, რატომ ვჯიუტობთ და რატომ ვიკავებთ გაუგებარ პოზიციას? საკუთარ მომავალს ვუდგებით ჯიბრში?
tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way