USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
გიორგი თავდგირიძე - რა ხდება რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე?
თარიღი:  1712
ეს პერიოდი იქნება გაურკვევლობის მაღალი ხარისხი, როცა წინსვლა და უკან დახევა, დანაკარგები და მოწინააღმდეგის გაბუქებული განაცხადები გააჩენს ეჭვს რომ ყველაფერი ისე არ მიდის როგორც იგეგმებოდა, მაგრამ თუ გვეცოდინება რა ჩანაფიქრია აქვს უკრაინას ბრძოლის ველზე და რის მიღწევას ცდილობს ყველაფერი მეტნაკლებად გამარტივდება და გვეცოდინება რას ველოდებით.
 
უკრაინამ უარი თქვა თავისი შეტევა დაეწყო მძლავრი დარტყმით, შემდეგ გამოეყენებინა პირველი დარტყმის ეფქტი და მაღალ ტემპში გაეგრძელებინა მოწინააღმდეგის დევნა მის სულ ჩამოშლამდე. მიზეზი რამდენიმეა, მათ შორის სიფრთხილე ( უკრაინას სურს, მუდმივად იყოლიოს ძალები სტრატეგიული რეზერვის სახით, შეფერხების შემთხვევაში, რომ შეძლოს ისევ თავდაცვაზე გადავიდეს და წარმატებულად შეინარჩუნოს დაკავებული ტერიტორია ძალის აღდგენამმდე), მოწინააღმდეგის მიერ 6 თვის განმავლობაში შექმნილი თავდაცვის ძლიერი ზღუდეები, რუსების მიერ მობილიზაციის შედეგად დაგროვილი პირადი შემადგენლობა რეზერვში, სამოქმედო ოპერატიული სივრცის დიდი სიღრმე და საერთაშორისო პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით ყირიმის პირველ რიგში აღების აუცილებლობა ( სხვა შემთხვევაში, შეიძლება ყირიმი სადაოდ დარჩეს, თუ რუსეთი დატოვებს სხვა ოკუპირებულ რეგიონებს და ყირიმში მოახდენს ძალების კონცენტრაციას).
 
კახოვკის ჰესის აფეთქების გამო ყირიმის ოპერაციას წინ შუალედური ოპერაციები უნდა უსწრებდეს ახალი პლაცდარმის შესაქმნელად.
რას ვადევნებთ თვალს, უკრაინას სტრატეგიულ რეზერვის გარდა ( ამ რეზერვის ნაწილია, ნატოს შეიარაღებით და აღჭურვილობით, მათი გაწვრთნილობით შექმნილი 150 ათას კაციანი დაჯგუფება, რომელიც ძირითადი შეტევის ოპერაციის მთავარი დამრტყმელი ძალაც იქნება) ყავს ძალები, რომლის საშუალებითაც ზემოქმედებას ახდენს მთელ ფრონტის ხაზე, ხოლო რამდენიმე მიმართულებაზე აწარმოეებს აქტიურ შეტევებს ტერიტორიების დაკავების მიზნით. მოწინააღმდეგე, იძულებულია მთელ ფრონტის ხაზე იყოლიოს თავდაცვისთვის საკმარისი ქვედანაყოფები და წარუმატებელ მონაკვეთებზე ბრძოლაში ჩართოს ქვედანაყოფები სტრატეგიული რეზერვიდან. რაც უფრო მეტი ტერიტორიის დაკავება მოხდება უკრაინის მხრიდან მით უფრო მეტი ქვედანაყოფი იქნება რუსეთის მხრიდან ჩართული ბრძოლაში. ამ ეტაპზე პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს სწრაფ გარღვევებს და ღრმა რეიდებს, უკრაინელების მთავარი ამოცანაა მეთოდურად დაძლიოს რუსეთის ორგანიზებული თავდაცვა , რაც შეიძლება მეტი ნაპრალი გააჩინოს საინჟინროდ მომზადებულ თავდაცვის პოზიციებზე და რაც შეიძლება მეტი რუსული ძალა ჩაითრიოს სტრატეგიული რეზერვიდან ბრძოლაში.
 
ეს ჩანაფიქრი, ბრძოლის წარმოების ეს ტაქტიკა არ იძლევა საშუალებას რაიმე ბრწყინვალე გამარჯვება იქნას მოპოვებული რამე მონაკვეთზე და რაიმე ღრმა გარღვევა პირველ ეტაპზე. პირიქით, ეს იქნება მძიმე ბრძოლები ყველა მეტრი მიწისთვის, ზოგან უკან დახევაც კი სარისკო პოზიციების გასასწორებლად. იქნება მძიმე დანაკარგებიც. იმიტომ რომ ამ ეტაპზე ბრძოლები მიდის მოწინააღმდეგის მხრიდან სანჟინრო საშუალებებით მომზადებულ პოზიციებზე, რომლებიც მოწინააღმდეგეს შევსებული ყავს საკმარისი რაოდენობის პირადი შემადგენლობით.
მაგრამ, ჩვენ ვაკვირდებით, რომ მძიმედ, მაგრამ შეუქცევადად უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევს, დანაკრაგები გაცილებით მცირეა, ვიდრე ასეთი მძიმე ბრძოლების დროს არის ხოლმე. რაც გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ უკრაინელების მიერ არჩეული ტაქტიკა ეფექტურობაზე. გენერალური შტაბის ჩანაფიქრი სწორად არის გაგებული ბრძოლის ველზე მოქმედ შენაერთების სამეთაურო რგოლის მიერ და მიზანი მიღწეული იქნება.
 
რაც უფრო ინტენსიური იქნება ბრძოლები, მით უფრო მეტად იქნება რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა იძულებული, სიტუაციის შესანარჩუნებლად რეზერვი გამოიყენოს. რომელი მხარეც მოახერხებს რეზერვის შენარჩუნებას, იმ მხარეს გადამწყვეტ მომენტში ექნება დიდი უპირატესობა.
 
როდესაც რუსეთის შეიარაღებული ძალები უტევდა, უკრაინამ მოახერხა თავდაცვა ისე, რომ რეზერვი არ გამოიყენა. რუსეთი ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებს.
 
უპირატესობა რესურსებში, ტექნოლოგიებში, სამხედრო დაგეგმარებაში და აღსრულებაში, ხალხის და ჯარის განწყობაში იძლევა დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების საშუალებას. ბრძოლის ველზე მიმდინარე პროცესები კი ადასტურებენ პროგნოზის რეალისტურობას.
 
მიყევიტთ ბმულს - გიორგი თავდგირიძე
საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის