USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კომისიური ექსპერტიზა ჩაინიშნა
Date:  1319

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა, რომელიც კომისიური წესით უნდა ჩატარდეს.

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და ოჯახის დამოუკიდებელმა ექსპერტებმა უნდა შეისწავლონ, თუ რა ვითარებაში მიადგა გარდაცვლილს სხეულზე ჯერ კიდევ სიცოცხლეში მიყენებული დაზიანებები.

გარდა ამისა, ექსპერტიზამ პასუხი უნდა გასცეს, იყო თუ არა შაქარაშვილი გონზე წყალში ჩავარდნის მომენტში და რამდენად იყო შესაძლებელი პირველი ექსპერტიზისას გამოკვეთილ დაზიანებებს გონების დაკარგვა ან გადაადგილების შეზღუდვა გამოეწვია.

უფრო კონკრეტულად, გამოძიება ექსპერტიზას შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას სთხოვს:

  1.  გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები შესაძლებელია თუ არა განვითარებული იყოს დადგენილების აღწერილობით ნაწილში მითითბული სწორი რელიეფის (ზედაპირის) მქონე ასფალტირებულ გზაზე ან ბილიკის ჩასასვლელამდე ასფალტირებული გზის მიმდებარე გვერდულზე წაქცევა-დაცემით?
  2. ხომ არ არის გამოწვეული აღნიშნული დაზიანებები რაიმე მკვრივ ბლაგვ საგანზე ხახუნით ან თრევით?
  3. ხომ არ არის გამოწვეული აღნიშნული დაზიანებები ასფალტირებული გზიდან ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობზე მიმავალ ბილიკზე დაგორება-დაცურებით?
  4. ხომ არ არის გამოწვეული აღნიშნული დაზიანებები ასფალტირებული გზიდან ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობის მიმავალ ბილიკის შემდეგომ, კალაპოტის მონაკვეთზე წაქცევა-დაცემით?
  5. შესაძლებელია თუ არა დაზიანებები განვითარებული იყოს რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (მაგ: ხელკეტისმაგვარი საგნის, ხელის, ფეხის, ქვის) დარტყმით? დამაზიანებელი საგნების რამდენჯერადი ზემოქმედების შედეგად არის მიყენებული გ. შაქარაშვილის სხეულზე არსებული სოცოცხლის დროინდელი დაზიანებები?
  6. ცალკე აღებული სახის და თავის არეში არსებული დაზიანებები განვითარდებოდა თუ არა დაახლოებით 15…/25… მეტრი სიმაღლის ხიდიდან ვარდნის შემდეგ წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად?
  7. ცალკე აღებული ტანზე არსებული დაზიანებები განვითარდებოდა თუ არა დაახლოებით 15…/25… მეტრის სიმაღლის ხიდიდან ვარდნის შემდეგ წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად?
  8. სახის და თავის არეში, ასევე, ტანზე არსებული დაზიანებები ერთობლიობაში განვითარდებოდა თუ არა დაახლოებით 15…/25… მეტრი სიმაღლის ხიდიდან ვარდნის შემდეგ, წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად?
  9. დაზიანებები ცალ-ცალკე ან ერთობლიობაში გამოიწვევდა თუ არა ტრავმულ შოკს ან გამოწვევდა თუ არა მოძრაობის (ან გადაადგილების) შეზღუდვას?
  10. თავზე არსებული დაზიანება გამოიწვევდა თუ რა გონების დაკარგვას ან შეზღუდავდა თუ არა მოძრაობას?
  11. რას ნიშნავს – დაზიანებები განვითარებულია სიკვდილამდე ახლო პერიოდში? ანუ რას მოიცავს სიკვდილამდე ახლო პერიოდი?
  12. წყალში აღმოჩენისა და ასფიქსიის დაწყების მომენტში გიორგი შაქარაშვილი იყო გონებადაკარგული, თუ ფიზიოლოგიურად აქტიურ მდგომარეობაში?
  13. გვამზე არსებული ნიშნებისა და სეზონის გათვალისწინებით (ივნისი) რა პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდ გიორგი შაქარაშვილის გვამი წყალში?
  14. რით შეიძლება აიხსნას გვამური ლაქების განსხვავებული ფერი გიორგი შაქარაშვილის ზურგზე (მოვარდისფრო-მოლურჯო) და გულმკერდის არეში (ძირითადად მოვარდისფრო)?

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტებთან ერთად, კვლევაში მონაწილეობას დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე და  ექსპერტიზის ცენტრ “ვექტორის” წარმომადგენლებიც მიიღებენ:

“ჩვენი ცენტრი ჩართულია ამ ექსპერტიზაში და ხვალიდან მაღალი ალბათობით უკვე დავიწყებთ მუშაობის პროცესს სამხარაულის ექსპერტთა კომისიასთან ერთად”, – უთხრა “ნეტგაზეთს” გეჯაძემ.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში დამოუკიდებელი ექსპერტები სამხარაულის ესქპერტიზის ბიუროს სპეციალისტებს შეხვდებიან და, სავარაუდოდ, შემთხვევის ადგილს თავადაც დაათვალიერებენ:

“ალბათ, მათი [სამხარაულის ბიუროს] პოზიციაც ასეთი იქნება, მოგვიწევს გასვლა იმ შემთხვევის ადგილზე, რომელიც მოიცავს დამრეც ციცაბო მონაკვეთს, ხიდის მონაკვეთს, რათა ჩვენ თვითონ გავეცნოთ უფრო დეტალურად ამ ადგილის რელიეფსა და ლანდშაფტს.

როგორ აღმოჩნდა შაქრაშვილი წყალში, ამას ვინმემ ხელი შეუწყო თუ თავად მოხვდა, ეს არ არის ექსპერტების გადასაწყვეტი, ეს არის სამართლებრივი მსჯელობის საგანი. ჩვენ ვაფიქსირებთ კითხვებზე პასუხს და შემდგომ უკვე გამოძიება ჩვენი პასუხებიდან გამომიდნარე შეაჯერებს მათ ხელთ არსებულ მონაცემებთან და მიიღებს საბოლოო გადაწვყეტილებას, თუ რა ვითარებაში უნდა მოხვედრილიყო შაქარაშვილი წყალში”, – ამბობს გეჯაძე ტელეკომპანია “პირველთან”.

ამ დროისთვის შაქარაშვილის საქმეზე ცნობილია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის პასუხი, რომელიც ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზად წყალში დახრჩობით გამოწვეულ ასფიქსიას ასახელებს. ექსპერტიზამ შაქარაშვილის სხეულზე სიცოცხლის დროს, გარდაცვალებამდე მოკლე პერიოდში მიყენებული დაზიანებებიც აღწერა, რომელიც დოკუმენტის მიხედვით მკვრივი ბლაგვი საგნითაა მიყენებული.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way