USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
Tbilisi
გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაშია
Date:  1036

თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" ბრალდებული მეწილე გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ პროცესზე, დაცვის მხარემ სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობით მიმართა.თუმცა, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

"ბატონო მოსამართლე, უკანონო პატიმარი ვარ, ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება ჩემს მიმართ",- განაცხადა სხდომაზე გიორგი რურუამ.

რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, ბრალდების მხარე გიორგი რურუას კვლავ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. პროკურორის განმარტებით, რურუას მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე დიდია და მიაჩნიათ, რომ გირაოს შეფარდება საფრთხის შემაკავებელი ვერ იქნება.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way