USD 2.7066
EUR 3.1277
RUB 3.2896
Tbilisi
გიორგი ქარჩაიძე ჭაბუკებს შორის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
Date:  519

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ჭაბუკთა შორის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველი ძიუდოისტები წარმატებით ასპარეზობენ. ქართველი ძიუდოისტი გიორგი ქარჩაიძე (+90 კგ) მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გიორგი ქარჩაიძემ (+90 კგ) ამერიკელ კანტა უიამა დაამარცხა. ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრამდე კი მოზამბიკელი ალი ჰაიეკი, კანადელი მუსიმა ევანე ელოუტი და უნგრელი დანიელ სერმაკი დაამარცხა, ნახევარფინალი კი იაპონელ კაიტო იოკიტასთან დათმო.

საქართველოს ნაკრებისთვის 2025 წლის ჭაბუკთა შორის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ეს მეექვსე მედალია. მანამდე, ტურნირის ჩემპიონობა იოანე აბალაკმა (+90 კგ), გიორგი მუმლაძემ (-81 კგ) კი ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა. ქეთი რობაქიძე (-70 კგ), ვასილ გამეზარდაშვილი (-73 კგ) და გიორგი ზურაბაშვილი (-90 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.

ქართველი ძიუდოისტები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way