USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
Tbilisi
გიორგი ქადაგიძე - ეკონომიკური პოლიტიკის ასეთ შედეგს, ქვია სრული მარცხი და ფიასკო
Date:  1276

„ეკონომიკური პოლიტიკის ასეთ შედეგს, ქვია სრული მარცხი და ფიასკო,“- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველოს მთლიანი ექსპორტის მაჩვენებლების ზრდას „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.

“ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის წელს (2012), საქართველოს მთლიანი ექსპორტი შეადგენდა 2,3 მილიარდ დოლარს. ხელისუფლებაში ყოფნის ორი ვადის ბოლოს (2020) წელს ეს რიცხვი გახდა 3,3 მილიარდი დოლარი (ზრდა 8 წლის თავზე 1 მილიარდი).

შედარებისთვის, მხოლოდ 2020 წელს, ემიგრანტებმა ქვეყანაში გადმორიცხეს 1,9 მილიარდი დოლარი.

ეკონომიკური პოლიტიკის ასეთ შედეგს, ქვია სრული მარცხი და ფიასკო. (თავს დავდებ, ყველა სამინისტროს რომ ბოქლომი დაადო და მხოლოდ საჯარო წესრიგი უზრუნველყო, უფრო მეტი ზრდა გვექნება.)

პ.ს. აქვე დავწერ წარმატება როგორ გამოიყურება რიცხვებში, ვიეტნამის ექსპორტი ბოლო ათწლეულში გაიზარდა 70 მილიარდიდან (2010 წელს) 280 მილიარდამდე დოლარამდე (2020 წელს),”-წერს ქადაგიძე.

https://www.facebook.com/

tbilisi
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
See all
Survey
By the way