USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
Tbilisi
გიორგი მარგველაშვილი - იმედი მაქვს, არ იქნება ერთპიროვნული გამარჯვებული თეთრ ცხენზე - აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის
Date:  1043

იმედი მაქვს, რომ არ იქნება ერთპიროვნული გამარჯვებული თეთრ ცხენზე, რომელიც მერე შემოგვიტრიალდება და შეურაცხყოფას მოგვაყენებს, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, ძალაუფლება რყვნის ადამიანს და ქართულმა საზოგადოებამ მიიღო გაკვეთილი, რომ არავის არ უნდა ჩააბაროს ქვეყნის დროშები და გასაღები და ერთპიროვნული მართვის უფლება მისცეს.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი ადამიანის ხელში ჭარბი ძალაუფლების მოხვედრა საშიშია.

„ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა, მგონი, ვისწავლეთ ეს გაკვეთილი, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკოსი იქნება, რა კარგი ადამიანი იქნება ის არჩევნებამდე, თუ შენ ამ ადამიანს მისცემ ჭარბ ძალაუფლებას, ყველა ადამიანი არის სახიფათო და საშიში იმიტომ, რომ ეს არის მარტივი ჭეშმარიტება - ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის.

გაიხსენეთ ის პერსონაჟები პოლიტიკური წარსულიდან, გავიხსენოთ ის პერსონაჟები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს თითის ქნევით ესაუბრებოდნენ საზოგადოებას, ესენი არ იყვნენ ასეთი საშიშები და გამბედავები მანამდე, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ.

გავიხსენოთ „ქართული ოცნების“ ძალიან უხეში და უზრდელი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ, რომელსაც ეს პერსონაჟები ავლენენ, მუდმივად ბილწსიტყვაობის ზღვარზეა მათი პოლიტიკური განცხადებები, ცოტა კრიმინალური ლექსიკა და ცოტა ბილწისტყვაობა, ისინიც ხომ ასეთები არ არიან, ისინიც ხომ მორჩილი და ბუნჩულა ტიპები არიან რეალობაში, მაგრამ როცა აბსოლუტურ ძალაუფლებას მიანიჭებ, ისინი ხდებიან ასეთები.

ეს გაკვეთილი აქვს დღეს ქართულ საზოგადოებას, რომ არ აპირებს ვინმეს გადასცეს საქართველოს დროშები და გასაღებები და უთხრას, რომ თქვენ გვმართეთო“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way