USD 2.6981
EUR 3.1150
RUB 3.3704
Тбилиси
გიორგი კობერიძე: სერბეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი - წლევანდელი წელი საერთაშორისო სივრცეში დიდი პოლიტიკური რყევებისა და ცვლილებების წელი იქნება
дата:  2172
დღეს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში თითქმის ერთი მილიონი ადამიანი გამოვიდა პრეზიდენტ ვუჩიჩის გადადგომის მოთხოვნით - ვუჩიჩის დანიშნული მთავრობა რამდენიმე კვირის წინ ისედაც გადადგა, მაგრამ ახლა უშუალოდ მისი გადადგომაა უმთავრესი მოთხოვნა.
 
ვუჩიჩს კონტროლის დაკარგვის ეშინია და გადატრიალების საფრთხეებზე ალაპარაკდა. მას მოსახლეობა იმ კორუფციულ სქემებში ადანაშაულებს, რომელმაც მოქალაქეთა სიცოცხლე შეიწირა და ქვეყნის განვითარება შეწყვიტა. ვუჩიჩის წინააღმდეგ რამდენიმე ფლანგია გაერთიანებული - სტუდენტები, ფერმერები, პრო-ევროპელი ნაციონალისტები და მწვანეები. ეს საკმაოდ საკმაოდ დიდი კოალიციაა. დღევანდელი დემონსტრაციის ფონზე ვუჩიჩის ლეგიტიმაცია ძალიან დასუსტებულია, რის გამოც საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში ყურადღების გადატანას შეიძლება ეცადოს.
 
დღესვე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის ქუჩები ორბანის მთავრობის მოწინააღმდეგეებით გაივსო. ქუჩაში 100 ათასი ადამიანი გამოვიდა. და ეს მაშინ, როდესაც ოპოზიციური კოალიციის რეიტინგმა მკვეთრად გადაუსწრო ორბანის მთავრობის რეიტინგს - პირველად მთელი 15 წლის განმავლობაში. ოპოზიციის ლიდერი პეტერ მადიარია - ახალგაზრდა ქარიზმატული ლიდერი, რომელიც ორგანის უმთავრეს მეტოქედაა მოაზრებული. მისი შეხედულებები ვიქტორ ორბანის აბსოლუტურად საპირისპიროა. საინტერესო კიდევ ერთი დეტალია: მაგიარის ყოფილი ცოლი, ორბანის იუსტიციის მინისტრი იყო. 
 
ამ ფონზე სლოვაკეთშიც არაა მყარად სიტუაცია. რობერტ ფიცოს მთავრობას 150 მანდატიდან 76 მანდატი ანუ უბრალო მინიმუმი აქვს მთავრობის ჩამოყალიბებისათვის. მის ირგვლივ განვითარებულმა სკანდალმა რომელიც პუტინთან შეხვედრას და შემდეგ ვიეტნამში 5 ვარსკვლავიან სასტუმროში დასვენებას უკავშირდება მისი პარტიის რეიტინგი ოპოზიციური ძალების რეიტინგზე დაბლა ჩამოწია.
 
როგორც მოსალოდნელი იყო წლევანდელი წელი საერთაშორისო სივრცეში დიდი პოლიტიკური რყევებისა და ცვლილებების წელი იქნებოდა და არის კიდეც. მაგრამ ერთი რამ ფაქტია: ბევრი რამის გადაჯგუფების მცდელობას ვადევნებთ თვალს. შედეგები რომელიც წელს და შესაძლოა უახლოეს წლებში მიიღება, ალბათ შემდგომი ათწლეულის ან ათწლეულების განმსაზღვრელი გახდება.
 
мир
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - ირანმა ჰორმუზის სრუტეში ისრაელთან დაკავშირებულ გემს დაარტყა

ირანმა ჰორმუზის სრუტეში ისრაელთან დაკავშირებულ გემს დაარტყა, - განცხადებას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ავრცელებს.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, თავდასხმა დრონის გამოყენებით განახორციელეს, რის შემდეგაც გემზე ხანძარი გაჩნდა.

„დრონით დარტყმა ჰორმუზის სრუტეში სიონისტურ რეჟიმთან დაკავშირებულ გემზე განხორციელდა. გემს, MSC Ishyka-ს ცეცხლი გაუჩნდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ისრაელს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати