USD 2.6681
EUR 2.8381
RUB 2.7748
Тбилиси
გიორგი კობერიძე: რა მდგომარეობაა უკრაინაში - 24-25 მაისის შეჯამება
дата:  130
- გუშინ შავ ზღვაში უკრაინული დონები თავს დაესხნენ რუსულ სადაზვერვო ხომალდს "ივან ხურსს". თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ საჰაერო დრონები მონაწილეობდნენ თავდასხმაში, მაგრამ შემდგომ გაირკვა, რომ უკრაინული საზღვაო უპილოტო მცურავი აპარატების მიერ განხორციელდა დარტყმა. შედეგზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს - რუსები ამტკიცებენ, რომ ყველა უპილოტო აპარატის განადგურება მოახერხეს, მაგრამ უკრაინელები ხომალდზე დაჯახებასა და მის, როგორც მინიმუმ, დაზიანებაზე მიუთითებენ. სავარაუდოდ, ხომალდი მართლაც დაზიანებულია, რადგან გავრცელებული კადრებით ერთ შემთხვევაში უპილოტო საკმაოდ ახლოს ფეთქდება გემთან, ხოლო მეორე შემთხვევაში უშუალოდ ეჯახება ბაქანს. როგორც არ უნდა იყოს, რუსული ხომალდები შავ ზღვაში ვეღარ დომინირებენ. თანამედროვე ტექნოლოგიებთან ჩამორჩენა ბევრ ასპექტში შეეტყო მოსკოვს, მაგრამ ეს იმის ბრალი კი არ არის, რომ რესურსები არ აქვთ რა, არამედ იმის, რომ კორუფციამ შეჭამა მათი ყველანაირი სამხედრო თუ პოლიტიკური პოტენციალი.
- უკრაინელებმა იარაღის დიდი საწყობი დაბომბეს რუსეთში, კურსკის ოლქში, რასაც მასშტაბური აფეთქებების სერია მოჰყვა. უკრაინის მომიჯნავე რუსული ოლქები ძალიან ცუდადაა დაცული. ასეთი იერიშების შედეგად კი ფრონტის ხაზზე მომარაგება იზღუდება.
- არაა დადასტურებული ცნობები პრო-უკრაინული ძალების მოქმედებების შესახებ. მთავარი რაც მათი მოქმედებების შემდეგ გაირკვა არის მოწოდება რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და რომ რუსეთის გათავისუფლება პუტინის რეჟიმიდან აუცილებლად მოხდება. ამასთან, მეორე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გახლავთ ლუგანსკის ოლქიდან ბელგოროდისაკენ გადმოსროლილი დამატებითი რუსული დანაყოფები, რათა უკრაინელებისა და პრო-უკრაინული ძალებისაგან მოხდეს საზღვრის პერიმეტრის დაცვა. რაც უფრო ცოტა რუსი სამხედრო იქნება უკრაინის ტერიტორიაზე, მით უფრო გაადვილდება სამხედრო მოქმედებები.
ამასთან, გავრცელებული მითი, თითქოს პრო-უკრაინულმა ძალებმა რაიმე ტექნიკური ან ცოცხალი ძალის ხელშესახები დანაკარგი მიიღეს რუსეთში რეიდისას, როგორც მოსალოდნელი იყო, სიცრუე გამოდგა.
თავად უკრაინულმა წყაროებმა გაავრცელეს ამბავი, რომ დღეს ხელახლა იქნა გადაკვეთილი რუსეთ-უკრაინის საზღვარი გლოტოვოს მიმართულებით, თუმცა, ამის დადასტურება არ მომხდარა. როგორც არ უნდა იყოს, მძიმე ფსიქოლოგიური, რეპუტაციული და სამხედრო ზიანი დაუდგა რუსეთს.
- პრიგოჟინი დღეს "ვაგნერელებს" შეხვდა ბახმუტში და დაჰპირდა რომ 1 ივნისს ქალაქიდან გავლენ ისინი და კონტროლს თავდაცვის ძალებს გადააბარებენ. ეს პროცესი ამჯერად ალბათ მართლაც დაიწყება (რა სისწრაფითა და მასშტაბით მოხდება ეს საკითხავია), მაგრამ ბახმუტის აღების ისტორია ცხადია არასრული გამოხდა - პრიგოჟინის გავრცელებულ ვიდეოშივე შეტაკებებისა და აფეთქებების ხმა ისმის, ხოლო უკრაინელები აცხადებენ რომ ე.წ. "თვითმფრინავის" რაიონს ისინი აკონტროლებენ. აღნიშნული რაიონი ქალაქის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს.
- ბახმუტის ირგვლივ ძალიან აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. შეტევითი ინიციატივა უკრაინელთა ხელშია. ძალიან სწრაფად იზრდება რუს ტყვეთა რაოდენობა, რომელთა დიდი ნაწილი მობილიზებულია. ამასთან, დღეს ბახმუტთან ტყვეების გაცვლა მოხდა. 106 უკრაინელი სახლში იქნა დაბრუნებული. ამასთან, მათი უმრავლესობა დაკარგულად იყო მიჩნეული.
- უკრაინელებმა 2 რუსული მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდო ზაპორიჟიას ოლქში. ერთ-ერთი სუ-25 მელიტოპოლში აეროპორტში ჩავარდა. ამასთან, ბოლო ორ დღეში 3 რუსული შვეულმფრენი იქნა ჩამოგდებული.
- გუშინ აფეთქებები იყო ყირიმში, მათ შორის შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. ამასთან, ყირიმის სიახლოვეს ბრიტანული სადაზვერვო საფრენი აპარატები იქნა შემჩნეული. სავარაუდოა, რომ ამ ეტაპზე უკრაინელები ყირიმის მიმართულებით Storm Shadow ფრთოსან რაკეტებს ჯერ კიდევ არ იყენებენ.
- საბრძოლო მოქმედებების მხრივ მეტ-ნაკლები სიმშვიდეა ან საინფორმაციო ვაკუუმია. რეალურად, უკრაინელები ინფორმაციას საკმაოდ დახურავენ, როგორც ეს ხერსონისა და ხარკივის ოპერაციის წინ იქნა განხორციელებული.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
область
რა ეტაპზეა თბილისი-თიანეთის გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია? (ვიდეო)

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარატმენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, გზის სავალ ნაწილზე, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.

"პროექტის ფარგლებში, ხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია, იგება ასფალტ-ბეტონის საფარი და რეაბილიტაცია უტარდება 3 ხიდს. მოეწყობა საყრდენი კედლები, წყალგამტარი მილები, სანიაღვრე არხები და ტროტუარები. ასევე, გათვალისწინებულია, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტოპავილიონისა და ავტობუსის  გასაჩერებელი მოედნის მოწყობა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი თბილისში იწყება და გაივლის სოფელ მამკოდის და ცხვარიჭამიას ტერიტორიებს.

თბილისი–თიანეთის გზის რეაბილიტაციის შედეგად, საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდება მეტად კომფორტული და შემცირდება მგზავრობის დრო", - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 24 948 977 ლარით ფინანსდება.  სამუშაოების დასრულება 2024 წლისთვის არის დაგეგმილი.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати