USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
გიორგი კობერიძე: ისრაელ-ირანის დაპირისპირება - 15 ივნისის ქრონიკა
Date:  801
15 ივნისის დღის განმავლობაში ისრაელმა დაბომბა:
- ირანის სამხედრო დაზვერვის ცენტრალური შტაბი;
- ირანის იუსტიციის სამინისტრო;
- ირანის საზღვაო ძალების ცენტრალური შტაბი;
- ირანის გაზის საბადოები სამხრეთში;
- ირანული პორტები სპარსეთის ყურეში რომელიც ირანის ეკონომიკის მთავარი არტერიაა;
- მეშჰედის საერთაშრისო აეროპორტი;
- განმეორებით დაიბომბა ქერმანშაჰში ბალისტიკური რაკეტების გამშვები საცეცხლე პოზიციებიც;
- ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის შტაბებზე მიმდინარეობს მასირებული იერიშები - ცენტრალური შტაბი გუშინ დაბომბეს და დღეს გაამეორეს დარტყმა.
- ხალხი გარბის თეირანიდან. 60 კილომეტრიანი საცობია თეირანის გასასვლელში. თურქეთის სასაზღვრო პუნქტებზე ცოცხალი რიგებია. ამასთან, თეირანში საკვებზე მცირე დეფიციტი გაჩნდა - ხალხი მაღაზიებს მიაწყდა პროდუქციის საყიდლად.
- თეირანის შემოგარენში დივერსანტებმა სტრატეგიული ობიექტების აფეთქება დაიწყო;
ამ ქაოსის ფონზე, თეირანში რეჟიმმა ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ცოცხალი ძალა გაიყვანა. მათი მიზანი არამხოლოდ დივერსანტების დევნა არამედ პოტენციური აჯანყების არდაშვებაა. სიტუაცია საკმაოდ მძიმეა რეჟიმისათვის და ის ყველაფერზე წავა საკუთარი თავის გადასარჩენად. ისე არაფერი ურტყამს ავტოკრატიულ, თეოკრატიულ თუ ტოტალიტარულ რეჟიმს, როგორც პოტენციური მარცხიც მოლოდინი.
კარგად მახსოვს, როდესაც რუსეთმა უკრაინას 2022 წელს შეუტია და დივერსანტები შეუსია რა მძიმე მოლოდინები არსებობდა ამასთან დაკავშირებით და საკმაოდ ლოგიკურადაც - ერთია პირდაპირი ომი, მაგრამ მეორეა ზურგში დივერსანტების არსებობა. ისე იყო გააზრებული თითქოს დივერსია რუსეთისა და პრო-რუსული ღერძის ერთ-ერთი მთავარი ნიშა და ღერძი ხდებოდა არამხოლოდ უკრაინაში, არამედ შემდგომი ომებისათვის. დღეს კი ეს რეალობა იცვლება მაშინ, როდესაც ებრაული დივერსიული ქსელი მოქმედებს ირანში, არამედ სხვა სახელმწიფოებმაც აითვისეს ეს ტაქტიკა: უკრაინელები რუსეთის ტერიტორიაზე, იმავე კალინინგრადის ოლქში დივერსიულ თავდასხმებს ახორციელებენ რუსული პოზიციების წინააღმდეგ ენერგეტიკულ და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე - სწორედ დღეს განხორციელდა მსგავსი უკრაინული დივერსია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რუსულ ანკლავში ევროპის კონტინენტზე.
tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way