USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
თბილისი
გიორგი კობერიძე: ჰამასს - რუსეთისა და ირანის მოკავშირე ტერორისტულ ორგანიზაციას - 2008 წლის 26 აგვისტოდან აღიარებული აქვს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "დამოუკიდებლობა"
თარიღი:  553

გუშინ რეგიონული კონფლიქტების შესახებ შეხვედრა მქონდა და როგორც აღმოვაჩინე ახალგაზრდების უმრავლესობამ არ იცის ერთი საკვანძო ფაქტი: ჰამასს - რუსეთისა და ირანის მოკავშირე ტერორისტულ ორგანიზაციას - 2008 წლის 26 აგვისტოდან აღიარებული აქვს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "დამოუკიდებლობა". ტერორისტული ორგანიზაცია რომ გაღიარებს დამოუკიდებლად უკვე ღიმილისმომგვრელია, მაგრამ მის მხარდამჭერად ყოფნა საქართველოში, როგორც მინიმუმ, უცნაურია. ჰამასის მხარდაჭერას მშვიდობიან პალესტინელთა მიმართ თანაგრძნობაში ვინც ურევს ან კარგად არ იცნობს სიტუაციას ან იცნობს და განგებ აკეთებს ამას.

ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ - ჰამასმა პალესტინელ ხალხს ჯოჯოხეთი მოუტანა. რამდენჯერაც მოლაპარაკების შანსი იყო იმდენჯერ ჩაშალა ის, დაუპირისპირდა პალესტინის ოფიციალურ ხელისუფლებას რამალაში (ჯერ კიდევ ცოცხალი იყო იასირ არაფატი 90-ან წლებში რომ ცდილობდა ჰამასი მის წინააღმდეგ გამოსვლას) რომელიც მშვიდობიან მოლაპარაკებებს აწარმოებდა ისრაელთან და ბოლოს, იცოდა თუ რა მოჰყვებოდა მშვიდობიანი ხალხის დახოცვას მუსიკალურ ფესტივალზე და მაინც განახორციელა ის, რადგან ტერორისტს არც თავისი მოსახლეობა ადარდებს და არც სხვისი. ყველაფერს თავი დავანებოთ - ძალა, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებას იარაღის შექმნისთვის გარდაქმნის რათა ებრაულ ქალაქებს დაუშინოს ის - უბრალოდ ვერ იქნება ჯანსაღი. გუშინ პალესტინელი ქალი სწორედ ჰამასს წყევლიდა, რადგან მათმა ქმედებამ მოუტანა ხალხს ნგრევა და განადგურებაო.

კიდევ ერთხელ: პალესტინელი ხალხისადმი თანაგრძნობაზე საუბარი გასაგებია, მაგრამ ჰამასისადმი როგორც მინიმუმ - უცნაური, მით უფრო რომ საქართველოს ერთიანობის ღია მტერზე და რუსეთის მოკავშირეზეა საუბარი.

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის