USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
გიორგი კობერიძე - წუხანდელი ღამე ბელგოროდის ოლქში
თარიღი:  668
წუხანდელი ღამე ბელგოროდის ოლქში:
- წუხელ რამდენჯერმე დაიბომბა შსს-სა და ფსბ-ს ცენტრი ქალაქ ბელგოროდში. სავარაუდოდ, ეს არ იყო სარაკეტო შეტევა, არამედ მოქმედებდნენ დრონები. აფეთქებები იყო სხვა ადმინისტრაციული შენობების მიმართულებითაც. ქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გასულია.
- პრო-უკრაინული ძალები კვლავ რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან და აკონტროლებენ ოთხ დასახლებულ პუნქტს;
- რუსეთის თავდაცვის ძალები მთელი ღამით უტევდნენ პრო-უკრაინულ ძალებს, თუმცა ამ ეტაპზე კვლავ აცხადებენ რომ "ოპერაცია გრძელდება". რაც ნიშნავს, რომ დაკავებული ტერიტორიის დაბრუნება ჯერ კიდევ ვერ შეძლეს.
- ბელგოროდის ოლქის დიდ ნაწილში არ არის წყალი, გაზი და ელექტრო ენერგია;
- კვლავ აქტიურად ჟღერდება ე.წ. ბილჰოროდის სახალხო რესპუბლიკის იდეა, ამჯერად ზოგიერთი რუსი თვითგამოცხადებულ ლიდერადაც კია წარმოდგენილი. ეს ფსიქოლოგიური ოპერაციის ნაწილია, თუმცა რუსეთის შორეულ და შერეულ რესპუბლიკებში მსგავსი ამბები ნამდვილად არ გამოეპარებათ.
- თავად რუსები ამბობდნენ რომ გუშინ საღამოდან პრო-უკრაინელმა ძალებმა სპეციალური პოლიციური საგუშაგოები მოაწყვეს და გადაადგილებას აკონტროლებდნენო. ზოგი იმასაც წერდა პოლიციის ფორმები აქვთ გადაცმულიო. რუსული შეფასებების და მონაყოლის დაჯერება რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ სიტუაციას ამ დრომდე ვერ აკონტროლებენ.
ზოგადი მდგომარეობა:
რადგანაც ყველა მხარე ინფორმაციას მაქსიმალურად ასაიდუმლოებს, სხვა ფაქტობრივი მონაცემები საკმაოდ ბუნდოვანია. პრო-უკრაინულ ძალებს ისეთი პოზიციები უკავიათ, რომ რუსული ნაწილების მხრიდან აქტიური დაწოლის შემთხვევაში უკრაინისაკენ უკუსვლა ადვილად შეძლონ.
[ვიდეოები კომენტარებში]
მიყევითტ ბმულს - გიორგი კობერიძე
მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის