USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
გიორგი კობერიძე - სიტუაციის ანალიზი ღაზაში
თარიღი:  615

30.10.2023

- ებრაული სატანკო იერიში ღაზას სექტორში აქტიურად მიმდინარეობს. ისრაელის სამხედრო ტექნიკა სექტორის მთავარი გზის სიახლოვეს იქნა შემჩნეული, ქალაქი ღაზას სამხრეთით. ჰამასის განცხადებით ისინი ებრაულ იერიშს წინააღმდეგობას უწევენ. როგორც ჩანს, რომ ებრაული დანაყოფები ძალიან ნელა მიიწევენ წინ და ქალაქი ღაზას სამხრეთიდან გზის გაჭრას შეეცდებიან. მაგრამ იმ ფონზე რომ ებრაული საარტილერიო დარტყმები გრძელდება, სახმელეთო იერიში სიღრმეში ჯერ კიდევ არ განვითარებულა.
ამასთან, ებრაულმა სამხედროებმა სრულად გაწმინდეს ერეზის გამშვები პუნქტი სექტორის ჩრდილოეთით.
ებრაული ტაქტიკა ნელ და ორგანიზებულ წინავლაზეა ორიენტირებული და არა სწრაფ დაკავებაზე. თუმცა პოლიტიკურად ეს არცთუ მომგებიანია. ნეთანიაჰუს მთავრობას ისრაელის შიგნით ზოგი ნელი მოქმედებისათვის აკრიტიკებს, ხოლო ქვეყნის გარეთ საავიაციო დარტყმებისა და სექტორში შესვლისათვის.

- ალ-ჯაზირას ინფორმაციით ჰამასმა მძევლების ვიდეო გაავრცელა. მათი მოთხოვნა ისრაელის ციხეში მყოფი ათასობით ჰამასის მხარდამჭერისა თუ წევრის გათავისუფლება და გაცვლაა. ნაკლებად დასაჯერებელია რომ ისრაელი დასთანმხდეს მათ მოთხოვნებს. ეს ძალიან საშიშ პრეცედენტს შექმნის და მშვიდობიანი მძევლებით ვაჭრობა შეიძლება ტენდენციად იქცეს.

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის