USD 2.6936
EUR 3.1394
RUB 3.3040
Tbilisi
გიორგი კობერიძე - საბრძოლო მოქმედებების შეჯამება უკრაინაში
Date:  502

02.12.2023 - საბრძოლო მოქმედებების შეჯამება უკრაინაში:

- ქალაქი დონეცკის მომიჯნავედ, მარიინკაში რუსებმა შეძლეს და ნაქალაქარის უმეტესობა დაიკავეს. მარიინკა საბრძოლო მოქმედების ზონად იყო ქცეული 2014 წლიდან მოყოლებული და 2022 წლის 24 თებერვლამდეც კი პერმანენტული შეტაკების ზონას წარმოადგენდა. სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ კი მასზე რუსების დაწოლა თითქმის ორი წლის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს. ამის გამო ნასახლარი სრულად განადგურებულია და აღარ არსებობს არცერთი მთელი შენობა. შეტაკებები კვლავ გრძელდება ნასახლარის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, სადაც უკრაინელები კვლავ ინარჩუნებენ რამდენიმე პოზიციას, მაგრამ რუსები ყველაფერს აკეთებენ ნასახლარის სრულად ასაღებად. უკრაინელებს ურჩევნიათ რუსები კვლავ ნასახლარის ტერიტორიაზე დააკავონ, ამიტომაც ნელა იხევენ უკეთ გამაგრებული პოზიციებისაკენ.
მარიინკასათვის ბრძოლაში, ავდიივკასთან ერთად, რუსების მიერ გამოყვანილი სეპარატისტული დანაყოფების ძალიან დიდი ნაწილი სრულად იქნა განადგურებული.
- ქალაქი დონეცკის აგრეთვე მომიჯნავედ, ჩრდილო-დასავლეთით, ავდიივკაზე რუსების დაწოლა გრძელდება, მაგრამ ქალაქში შეღწევა კვლავ ვერ მოახერხეს რუსებმა, რის გამოც შეტევამ უფრო პოზიციური სახე მიიღო, სადაც რუსები კვლავ აქტიურობენ, მაგრამ წინ წაწევას ვეღარ ახერხებენ.
- რამდენიმე აფეთქება მოხდა ციმბირში ჩინეთთან დამაკავშირებელ რკინიგზაზე და გვირაბში, რომლითაც რუსეთს ჩინეთიდან სამხედრო ტვირთები გადმოჰქონდა. რუსები დივერსიაზე საუბრობენ, თუმცა ოფიციალური განცხადებები საკმაოდ ბუნდოვანია.
- რუსეთში დიდი მსხვერპლის ფონზე მოკლული სამხედროების ოჯახებში უკმაყოფილებაა, თუმცა როგორც ბრიტანული დაზვერვა იუწყება მათ გასაჩუმებლად ფულის დარიგება დაიწყეს. ამ ფონზე მომდევნო წელს რუსეთის არმიის ზრდა იგეგმება - 170 ათასი ადამიანიდან 500 ათასამდე დანამატზეა საუბარი. აშკარა დიდი მსხვერპლის ფონზე რუსეთის არმიას შევსება სჭირდება.
- ბოლო კვირებია უკრაინისათვის იარაღის ერთ-ერთი უმთავრესი მიმწოდებელი გერმანიაა. პრაქტიკულად თავდაცვის იარაღიდან დაწყებული, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით დამთავრებული, გერმანია უზრუნველყოფს უკრაინის მოკლევადიან შეიარაღებას, სანამ აშშ არ დაბრუნდება დახმარების ახალი პაკეტებით.

- ჯერჯერობით პოზიციური ბრძოლები და საარტილერიო დუელები მიმდინარეობს მდინარე დნეპრის სანაპიროზე, ხერსონის ოლქში. მას შემდეგ რაც უკრაინელებმა მდინარის ფორსირება რამდენიმე ადგილას შეძლეს რუსებს დამატებითი ძალები ჰყავთ შეყვანილი და სიტუაციის კონტროლს ცდილობენ. თუმცა მათ წინააღმდეგ უკრაინულია არტილერია აქტიურია.

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

tbilisi
აწყურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ფართომასშტაბიანი გამწვანების სამუშაოები განახორციელდა
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, აწყურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ფართომასშტაბიანი გამწვანების სამუშაოები განახორციელა.
 დაახლოებით 2 000 კვ.მ ფართობზე, 55-მდე თარგი გამწვანდა, სადაც:
  •  მოეწყო სარწყავი სისტემა
  •  შევიდა 850 კუბური მეტრი ნოყიერი მიწის ნაზავი და 17 კუბური მეტრი მულჩი
  •  დაირგო 2 213 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი
  •  800 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახი
 გამწვანების სამუშაოები მიზნად ისახავს ქუჩის ვიზუალური და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way