USD 2.6935
EUR 3.1336
RUB 3.3397
Tbilisi
გიორგი კობერიძე - საბრძოლო მოქმედებების დეკემბრის შეჯამება და ანალიზი უკრაინაში
Date:  1271
- კურსკის ოლქში რუსეთის მხარეს 12 ათასი ჩრდილოეთ კორეელი მონაწილეობს. თითოეულ მებრძოლში რუსეთი თვიურად 2000 დოლარს უხდის ჩრდილოეთ კორეას, მაგრამ უშუალოდ მებრძოლებამდე რა თანხა დადის არაა ცნობილი.
ჩრდილოეთ კორეელების გამოყენება ე.წ. "ხორცის შტურმებში" ხდება, რა დროსაც ბრძანების გაცემის შემდეგ კორეელები მასობრივად, ცოცხალი ძალის გამოყენებით გადადიან შეტევაზე. ბევრი მათგანი უკრაინელთა ტყვიამფრქვევისა და ნაღმის მსხვერპლი ხდება. სწორედ ამიტომ იქცა კურსკი ხორცსაკეპად. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ასეთი მასობრივი შტურმები ყოველთვის არაეფექტურია და ზოგჯერ დიდი მსხვერპლის ფასად წინსვლაც აქვთ რუსებსა და კორეელებს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რუსებს დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალის დახმარება სჭირდებათ ტერიტორიის დასაბრუნებლად და მხოლოდ თავისი ცოცხალი ძალა ამისათვის არ ჰყოფნით.
ჩრდილოეთ კორეელებს კიდევ ერთი პრობლემა აქვთ: ისინი ინტერნეტსა და პორნოგრაფიაზე გახდნენ დამოკიდებულნი. თუკი მათი წვდომა ინტერნეტზე ჩრდილოეთ კორეაში შეზღუდული იყო რუსეთში შედარებით მეტი საშუალება აქვთ ამის.
გარდა ცოცხალი ძალისა რუსები ჩრდილოეთ კორეიდან დიდი რაოდენობით საარტილერიო ჭურვებსა და ბალისტიკურ რაკეტებს იღებენ. სანაცვლოდ კი ჩრდილოეთ კორეა სამხედრო ინსტრუქტაჟს, ფულს, ხორბალსა და ძვირფას საჩუქრებს იღებს, რომელსაც თავის მხრივ კიმ ჩენ ინის რეჟიმი საკუთარ გენერლებს ურიგებს, ერთგულების გასამყარებლად. ეს კიმების დინასტიის ცნობილი მეთოდია და წინათაც არაერთხელ იყენებდა მას.
როგორც არ უნდა იყოს, პუტინის სურვილი კურსკის ოლქი დაებრუნებინა 1 ოქტომბრამდე ჩავარდა. მისი კიდევ ერთი ბრძანება კურსკის ოლქის დაბრუნების შესახებ 1 იანვრამდე - ასევე ჩავარდა.
- დიდი რაოდენობით რუსული ცოცხალი ძალაა მობილიზებული ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის სანაპიროს სიახლოვეს. რუსული არმიის მობილიზება ორი შესაძლო ვარიანტიდან ერთით შეიძლება აიხსნეს: 1. რუსები ემზადებიან მდინარის ფორსირებისა და ხერსონზე ხელახალი იერიშისათვის; 2. რუსები ცდილობენ უკრაინელთა შესაძლო ფორსირება და იერიში ჩაშალონ/არ დაუშვან. ფაქტი ისაა, რომ წინა კვირებში რუსებმა რამდენჯერმე სცადეს მცირე ჯგუფებით მდინარის გადალახვა, თუმცა სრულად წარუმატებლად და შესამჩნევი რაოდენობით დანაკარგიც განიცადეს. მეორეს მხრივ უკრაინული არტილერიისათვის რუსული სამხედრო შეჯგუფებები ეფექტურ სამიზნეებად არიან ქცეული.
- რუსული იერიშები დონეცკის ოლქში კვლავ აქტიურია. ბრძოლა ქალაქი პოკროვსკისათვის შემოგარენში მიმდინარეობს. კრემლის სურვილი იყო პორკოვსკის მიმართულების წლის ბოლომდე დაკავებისა, მაგრამ ნათელია რომ ამას ვერ ახერხებენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ რუსეთის მხრიდან დანაკარგები პორკოვსკი-კუახოვოს მიმართულებაზე კოლოსალურია. საუბარია 80 ათას დაჭრილსა და მოკლულზე. პოკროვსკირაიონისათვის ბრძოლა 6 თვეა მიმდინარეობს. მიუხედავად უკრაინული უკანდახევისა და ზოგიერთ მონაკვეთზე დაცვის ჩავარდნისა, უკრაინელებმა ძლიერი წინააღმდეგობის გაწევა შეძლეს ამ მონაკვეთზე.
პოკროვსკისაგან სამხრეთით, დონეცკის ოლქში კურახოვოს სექტორში რუსების წინსვლა ლიმიტირებული აღმოჩნდა. რუსებმა დიდი ცოცხალი რესურსის გამოყენებით უკრაინელების ალყაში მოქცევის მცდელობა არ გამოუვიდათ, თუმცა კრასნოპილისა და ანდრიივკას მიმართულებით იერიშისას ცდილობდნენ და კვლავ ცდილობენ უკრაინელი მცველების წინააღმდეგ გარემოცვის შექმნას. რუსებმა კურახოვოსათვის ბრძოლაში დიდი რაოდენობით ცოცხალ ძალასთან ერთად და ტექნიკა დაკარგეს. ზოგადად პორკოვსკი-კურახოვოს მონაკვეთი რუსეთისათვის იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ისინი ელოდნენ.
- დონეცკის ოლქის გარდა რუსები ხარკივის ოლქის ქალაქ კუპიანსკიზე ცდილობენ იერიშის წარმოებას. ამ მიმართულებაზე რუსები 2023 წლის დასაწყისიდან მოყოლებული ცდილობენ უკრაინული კონტრშეტევის შედეგად დეოკუპირებული ტერიტორიების ხელახალ ოკუპაციას, თუმცა ჯერჯერობით ლიმიტირებული შედეგებით. იერიშები ლუგანსკის ოლქის მიმართულებიდან მიმდინარეობს. რუსების მიზანი არამხოლოდ კუპიანსკის დაკავება, არამედ მდინარე ოსკილზე გასვლა და ბუნებრივი ბარიერის ფლობაა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ უკრაინელმა დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდნენ თავდაცვის ზღუდეებს კუპიანსკის გარშემო, შესაბამისად მისი აღებისათვის რუსეთისათვის რთული ამოცანაა.
- რუსული ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია. რუსეთიდან ტვინების გადინებამ და გადასახადის გადამხდელების შემცირებამ ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად ამისა პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე BBC-ს ჟურნალისტის კითხვას ეკონომიკაზე უპასუხა, რომ მთავარია რუსეთი აღარაა დასავლეთის მორჩილიო, თუმცა ინფლაციისა და უმუშევრობის პრობლემებზე საუბარს თავი აარიდა, ისევე როგორც კვალიფიციური მუშახელის დეფიციტზე მსჯელობას.
- 1 იანვრიდან უკრაინის გავლით რუსული გაზის მიწოდება შეწყდება. მიუხედავად იმისა, რომ სლოვაკეთი აპროტესტებს, მაინც ამ გადაწყვეტილების შეცვლას უკრაინა არ აპირებს. რუსეთზე ევროპული სახელმწიფოების დამოკიდებულება პრაქტიკულად მინიმუმამდე ჩამოდის. ამით კი აშშ ისარგებლებს. დონალდ ტრამპის განცხადებით ევროპა უნდა მოემზადოს აშშ-საგან ენერგორესურსების შესასყიდად. ფაქტია, რომ რუსული იზოლაცია ახალ საფეხურზე გადადის და დასავლეთ უფრო მეტად თვითკმარი უნდა გახდეს.
- უკრაინელები აგრძელებენ თავიანთი დრონების და დასავლური ფრთოსანი რაკეტებისა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებას რუსული ოლქების წინააღმდეგ. აქტიურად იბომბება კურსკის, როსტოვის, ორიოლისა და ბრიანსკის ოლქების დაბომბვა. ქალაქი ყაზანის მიმართულებით უკრაინული იერიში პუტინისათვის განსაკუთრებით პრობლემური აღმოჩნდა. ეს მისთვის რეპუტაციული ზიანია. ყაზანი სწორედ ის ქალაქია, რომლის აღების შემდეგაც რეალურად დაიბადა რუსული იმპერიის ნიშნები მე-16 საუკუნეში.
- ბოლო ერთ წელიწადში დასავლეთის მიერ გადამზადებული უკრაინული არმიის გამოყენება ჯერ კიდევ არ მომხდარა, ისევე როგორც იმ ბრიგადების, რომლებიც უკრაინელებმა ბოლო თვეებში ჩამოაყალიბეს. საუბარია 50-60 ათას ადამიანზე. სწორედ ამიტომ არსებობს მოლოდინი, რომ უკრაინელები მასირებულ შეტევას ამზადებენ რუსეთის პოზიციების წინააღმდეგ. ეს კი შეიძლება იყოს არამხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება, არამედ უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაც კი. ამის პრევენციისათვის რუსეთმა შეიძლება დაიწყოს კიდევ ერთ მიმართულებაზე გააქტიურება.
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way