USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
გიორგი კობერიძე - რუსული სახელმწიფოს სტაბილურობის სიმბოლო დამსხვრეულია
თარიღი:  626
რუსეთი რომ არაპროგნოზირებადი, ტყუილსა და სურეალიზმზე აგებული სახელმწიფოა და მასთან ურთიერთობა ყოველთვის, ყველა ფორმაში თავიდან ასარიდებელია იქიდანაც ჩანს, რომ დილით ქვეყნის მტრად გამოცხადებული "ვაგნერის" მეთაური პრიგოჟინი, წარმატებული მოლაპარაკებების შემდეგ მარშის შეწყვეტას აცხადებს და უკან გაბრუნებას აპირებს (ყოველ შემთხვევაში ასე ამბობს თავის აუდიო მიმართვაში). დილით, პუტინის მიერ, 1917 წელს შედარებული ქვეყნის მტერი "ვაგნერი" თავის ათობით მის მხარეს გადასული ბანდფორმირება, ახლა კვლავ მოკავშირეებად შეიძლება იქცნენ? რთულად ხდება ასეთი რამ.
 
რთულად წარმოსადგენია უკრაინაში დაბრუნებული "ვაგნერი" და პრიგოჟინი, რომელსაც შოიგუსთან და პუტინთან ექნება თანამშრომლობა კვლავ. რთულად წარმოსადგენია ადგილზე მყოფი რუსი რეგულარული სამხედროებისათვის მტრად ქცეული ვაგნერის გვერდიგვერდ ბრძოლა და ნდობის აღდგენა. ბოლოს და ბოლოს 7 რუსული საფრენი აპარატი იქნა ჩამოგდებული (უკრაინელთათვის ყველაზე პრობლემური რამ), ვორონეჟი ორჯერ დაბომბილი და ნავთობტერმინალი დამწვარი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დილით პრიგოჟინმა რუსული არმიის სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაური ტყვედ აიყვანა და უკრაინიდან ტექნიკა გამოზიდა. ამაზე მეტი ქაოსს რუსულ არმიაში ბევრი ვერაფერი შექმნიდა.
 
ამ ფონზე რუსულ არმიასა და სახელმწიფოში სრული დემორალიზაცია და გაურკვევლობაა. გზები გადათხრილია, ზოგიერთი ადგილი დანაღმული, ხიდები დაზიანებული და სხვა. ამას ემატება კადიროველები და "ვაგნერელები", რომელთა დაპირისპირებაც ახალ ეტაპზეა გადასული. და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისიც არ ვიცით რეალურად უკან გაბრუნდება თუ არა პრიგოჟინი და თუკი გაბრუნება მართლაც სცადა (ერთია რას ამბობს და მეორეა რა შეიძლება გააკეთოს მან), გაჰყვებიან თუ არა მას აჯანყების სხვა მეთაურები, რომელთაც დღისით პუტინმა სიკვდილის განაჩენი გამოუტანა? და თუ გაჰყვებიან როგორ იქნება მათ შორის შემდგომი ნდობა და ურთიერთობა? ასევე საინტერესოა თუ რა ბედი ეწევა დღის განმავლობაში დაკავებულ ვორონეჟსა და როსტოვს? და ბოლოს და ბოლოს, რა ბედი ეწევათ ნახევარი რუსეთის მიერ ნაგინებ შოიგუსა და გერასიმოვს?
 
სხვა თუ არაფერი მართლაც არ მოხდა, ერთი მაინც შედგა: რუსული სახელმწიფოს სტაბილურობის სიმბოლო დამსხვრეულია, სადაც დილით მტრად გამოცხადებულმა კრიმინალურმა, ტერორისტულმა ნეონაცისტურმა ჯგუფმა გადატრიალება სცადა.
სხვა მხრივ - უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
 
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის