USD 2.8746
EUR 3.0252
RUB 2.7011
Тбилиси
გიორგი კობერიძე - რუსული კანონის მიღება საქართველოს ავტოკრატიად ჩამოყალიბების გზაზე სწრაფი ნაბიჯებით სვლის ტოლფასია.
дата:  258
ცხვირმოუხოცავი ტროლ-ბოტები დასავლეთზე და დემოკრატიაზე რომ ღლიცინებენ და მოქალაქეების ტვინიც რეცხვას ცდილობენ უნდა შევახსენო, რომ ავტოკრატიაში მოქალაქე არის უუფლებო არსება, მონასთან გატოლებული წარმონაქმნი, რომელსაც რასაც აიძულებენ იმას აკეთებინებენ. "პოლიტიკა არ მაინტერესებსო და მიიღონ ეს კანონი მე რაში მეხებაო" რომ გაიძახიან ხოლმე ობიექტური და ზეპოლიტიკური ჰგონიათ თავი - ძველი ბერძნებო ამბობდნენ პოლიტიკა ვისაც არ აინტერესებს ან ცხოველია ან ღმერთიო. ღმერთი რომ არავინ არ არის გასაგებია და ჰოდა რაც დარჩა ესეც ნათელია. რატომაა ასე? შენ თუ არ გაინტერესებს პოლიტიკა პოლიტიკას აინტერესებ შენ. რუსი სამხედრო ტყვეები და მათი ოჯახის წევრები იმართლებენ ხოლმე თავს - აბა მე პატარა კაცი/ქალი ვარ და რაში მეხება პოლიტიკაო. ბახმუტთან რომ გიშვებენ სასაკლაოზე ხორცსაკეპში მაშინ ხომ აღმოაჩენთ ხოლმე რომ პოლიტიკას აინტერესებთ თქვენო - კითხულობენ უკრაინელები.
ესაა ავტოკრატიის ანაბანა - შეიძლება შენ არ გაინტერესებდეს რა ხდება ქვეყანაში, მაგრამ ხვალ ქვეყნის შიდა პოლიტიკამ შეიძლება ჩაგაჩუმოს სამუდამოდ. ვისაც მონობა უნდა ეს მისი არჩევანია, მაგრამ საქართველოში მონობის, როგორც ნორმის დაბრუნება მხოლოდ მტერს შეიძლება სურდეს.
ევროკავშირსა და აშშ-ზე მოქილიკე ტიპებს კი რატომღაც ავიწყდებათ, რომ განათლების სისტემის დაფინანსებით დაწყებული, სამხედრო ძალებში უმნიშვნელოვანესი წვრთნებითა და აღჭურვილობით დამთავრებული - თითქმის ყველაფერი დასავლურ დონაციაზე დგას. პატარა კოტეჯი რომ ჩადგა თუ ძველი ძეგლის რესტავრაცია გააკეთო ისიც უცხოური გრანტებით კეთდება ხოლმე. მახსოვს პარლამენტიდან რომ იჭაჭებოდნენ ამ ხელისუფლების წარმომადგენლები EBRD-ებზე არ დავდივართო კი მოიხმარენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ გზებს, ელექტრო ენერგიასა და ინფრასტრუქტურას.
მარტოდ და უმოკავშირეოდ დარჩენილი საქართველოს ხილვა მხოლოდ მტერს შეიძლება სურდეს. რამდენჯერაც მარტო დარჩა საქართველო მტრის წინაშე იმდენჯერ ეგზისტენციალური, ყოფნა-არყოფნის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
"ამერიკაში რომ არის ეს კანონი?!" - პოლიტიკური პროვინციალიზმის ტიპური გამოვლინებაა. თუკი ამერიკაში სულელური კანონია ჩვენთანაც უნდა მივიღოთ?! და თან იმგვარ კანონს, რომელსაც ზარალი უფრო მოაქვს, ვიდრე სარგებელი. თუმცა რატომღაც ისიც ავიწყდებათ, რომ ეს კანონი აშშ-ში ფაშიზმისა და კომუნიზმის ლობიზმთან დაკავშირებული, 1938 წელს, 85 წლის წინ მიღებული კანონია და ის ოდნავადაც არ ასახავს თანამედროვე რეალობას საქართველოში.
სამაგიეროდ რუსეთში მუშაობს ეს კანონი ისე, როგორც აქ უნდათ რომ აამუშაონ: უპირველესი რამ კი ინტერპრეტაციაა - როგორც უნდათ და ვისაც უნდათ ისინი ცხადდებიან გავლენის აგენტებად. სამაგიეროდ, ვინც მართლაც აგენტია ხელდაფარებული, მშვიდად გააგრძელებს მუშაობს.
სამაგიეროდ ეს კანონი იდეალური საშუალებაა დაჩაგრო და გააჩუმო ის, ვინც გინდა ისე როგორც ეს რუსეთში კეთდება. მედია საშუალება? რა პრობლემაა. საოჯახო სასტუმრო რომ ააშენო უცხოური გრანტით მაგ შემთხვევაშიც კი შეუძლიათ უცხოეთის გავლენის აგენტად რეგისტრაცია მოგთხოვონ თუკი თვალში არ მოუხვალ. პუბლიკაცია რომ დაწერო უცხოური გრანტით ან წიგნი თარგმნო - ამ შემთხვევაშიც. და ეს ყველაფერი ჩვეული ამბავია რუსეთში. ასეთი რამ ქვეყანაში, რომელშიც შერჩევითი სამართალი დამოუკიდებლობის მიღების დღიდან დღემდე მოქმედებს წარმოიდგინეთ რამხელა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ავტოკრატების ხელში ერთ-ერთი საყვარელი სათამაშო იქნება ეს ყველაფერი.
არჩევნებზე რეგისტრაცია რომ სცადო და არასამთავრობო სექტორში გქონდეს ნამუშევარი - ამ შემთხვევაში კანდიდატობიდან ხსნიან ხოლმე რუსეთში - ეს ერთ-ერთი ყველაზე აპრობირებული მეთოდია იქ.
ჰოდა თავს ნუ მოვიტყუებთ, ევროკავშირისა და დასავლეთისაკენ სწრაფვის ნაცვლად მალე მივიღებთ "არასანქცირებული მიტინგის" შესახებ კანონს და ხალხის დაკავებები და დარბევები "უკანონო" დემონსტრაციებზე ჩვეულ ამბად იქცევა. ზოგისთვის საყვარელ რუსეთში ყოველდღიური ამბავია ეს.
ჰო მართლა, ხელისუფლების წევრებო, თუკი ასე არ მოგწონთ ევროპა და დასავლეთი გამოიყვანეთ თქვენი შვილები ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტებიდან, ნუ ამუშავებთ მათ უცხოურ კომპანიებში და გაუთანაბრეთ საქართველოს საშუალო მოქალაქეს, რომელიც წლიდან წლამდე გაჭირვებით უქმნის საკუთარ შვილს მომავალს.
დაბოლოს, სანამ კუნთების თამაშს მორჩებით 22 მილიარდი რომაა საქართველოს საგარეო ვალი და ცუნამის მოახლოებასავით რომ მოგვდგომია კარებზე ისე არ მოიქცეთ, რომ სასწრაფოდ დაბრუნება მოგვთხოვონ ჩამოწერის ნაცვლად. ჰოდა ვისაც რუსულ კანონებში ცხოვრება გინდათ წადით რუსეთში და იქ იცხოვრეთ, მაგრამ ჩვენ თავი დაგვანებეთ.
პ.ს. ბარომეტრი რომ მქონდეს ოპოზიციას ჩამოვკიდებდი - პოლიტიკურ ქვესკნელში, რომ არიან მაინტერესებს წნევა როგორია იქ. უნგრეთშია ასე - ოპოზიცია ერთმანეთთან ბრძოლას უფრო მეტ დროს უთმობს, ვიდრე ქვეყანაში არსებული ვითარების გამოსწორებასა და საზოგადოებასთან მუშაობას. ბოლოს რომელი თქვენგანი გავიდა პარლამენტს გარეთ და უბრალო ადამიანს დაელაპარაკა ამა თუ იმ თემაზე/კანონზე?!
მიყევი ბმულს - გიორგი კობერიძე
бизнес
"BM.GE": დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - რა უნდა იცოდეს ბიზნესმა ახალ რეგულაციაზე

დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ წვრილ, ქსელურ, კომპანიებზე.

რა უნდა იცოდეს ბიზნესმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ დეტალებს BMG-ისთან DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერი ანა ლობჟანიძე განმარტავს.

- კონკრეტულად რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის გამოცემული ახალი რეგულაცია?

- 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს N996 ბრძანებაში, რომლებიც დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების სქემების აღკვეთისკენ არის მიმართული. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტი განიხილოს ერთ გადამხდელ პირად და ყველა სუბიექტის შემოსავალი ერთობლივად დაბეგროს. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესის დანაწევრებას, რათა არ დაუფიქსირდეთ წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი და ამ მიზნით არეგისტრირებენ სხვა ბიზნესსუბიექტებს, იურიდიული სუბიექტის ან ინდივიდუალური მეწარმის სახით. აღნიშნული სქემით ბიზნეს სუბიექტები თავს არიდებენ დღგ-ის გადახდას.

- რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საგადასახადო ორგანოები?

- თუ რამდენიმე ბიზნესი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, მათ საგადასახადო ორგანო ერთ გადამხდელ პირად განიხილავს. კრიტერიუმები შემდეგია:
1. საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს;
2. საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტურია;
3. რომელიმე სუბიექტი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე, განმარტებულია, თუ რა პირობებში მიიჩნევა გადაწყვეტილებები ერთი და იგივე პირის მიერ მიღებულად. მაგალითად, თუ გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონტრაქტორების შერჩევა, ფასების განსაზღვრა, დასაქმების პირობები ან ინვესტიციების განხორციელება.

- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესზე?

- ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციას და შესაბამისად, საქონლის/მომსახურების ფასში დღგ-ის ასახვას.

- რას ურჩევდით ბიზნესს ამ ცვლილებების გათვალისწინებით?

- ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ საქმიანობას და დარწმუნდეს, რომ საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ახალ კრიტერიუმებს და მიდგომებს. ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები.

წყარო:https://bm.ge/

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати