- "კუდიანებზე ნადირობა" ჩვეული ამბავია - კედლებზე მინაწერები იმ ადამიანების სახლებზე, რომელთაც უცხოეთის გავლენის აგენტებს უწოდებენ.
- "აგენტებზე" ფიზიკური თავდასხმები ჩვეულებრივი ამბავია. მათი ქონების დაზიანება შეიძლება, პოლიცია კი უმოქმედოა.
- "აგენტების" დასმენა და ფინანსური თუ საგამოძიებო კომისიის მიგზავნა ნებისმიერ პირს ფარულად შეუძლია; სასამართლოს კი ხშირად მიაქვს "აგენტების" ქონება;
- "აგენტებად" გამოცხადება ხდება საჯარო რეესტრის მიერ - შემდეგ კი იწყება ნადირობა. ცხადია, ვისაც და როგორ მოესურვებათ ისე აცხადებენ "აგენტად".
- "აგენტების" პოლიტიკაში რეგისტრირებული მონაწილეობა აკრძალულია;
- "აგენტების" საჯარო მოხელედ მუშაობის უფლება შეზღუდულია;
- "აგენტების" სტატიების ლიცენზირებულ აკადემიურ ჟურნალებში გამოქვეყნება აკრძალულია;
- "აგენტების" ონლაინ წერილებს გამაფრთხილებლად ადევს სტატუსი "გავლენის აგენტი";
და უბრალოდ - ქვეყანაში განუკითხაობა და ავტოკრატიაა.
რუსეთში ამ კანონმა ასეთი სახე ეტაპობრივად მიიღო. პროცესი აუჩქარებელი გახლდათ, ნაბიჯ-ნაბიჯ აჩვევდნენ ხალხს. არადა პუტინი ღიად აცხადებდა ეს კანონი უბრალო ხალხს არ უნდა აღელვებდესო, ამერიკაშიც არის ეს კანონიო. ახლა კი ეხებათ და გვიანაა კიდეც. სულ ესაა.