USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
გიორგი კობერიძე - რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
თარიღი:  534
1-2 ივნისის შეჯამება უკრაინაში:
- საბრძოლო მოქმედებები გრძელდება რუსეთ-უკრაინის საზღვარსა და ბელგოროდის ოლქში. პრო-უკრაინული სამხედრო ძალები შებეკინოს სიახლოვეს აგრძელებენ შეტევით ოპერაციას. თავად რუსი პროპაგანდისტები აცხადებენ, რომ შეტევის რამდენიმე ნაწილი მოიგერიეს თუმცა ახალ-ახალი საჯარისო ფორმირებები ახდენენ სასაზღვრო პერიმეტრის გადაკვეთას და იერიშების განახლებას. უფრო მაღალი ალბათობაა რომ გუშინ წამოწყებული რეიდი დღეს უწყვეტად გრძელდება უბრალოდ სასაზღვრო მონაკვეთზე დამატებით წერილებში ხდება რუსული პოზიციების გადალახვა.
შებეკინოსთან აფეთქებულია რუსული არტილერიის დანადგარები, დაზიანდა მძიმე ტექნიკა და განადგურდა ჭურვების საწყობი.
ამასთან, შებეკინოდან სამხრეთით, ვალუიკის მიმართულებით დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სროლა და შეტაკებები. მოახერხეს თუ არა პრო-უკრაინულმა ძალებმა რუსული პოზიციების გარღვევა არაა ცნობილი.
სავარაუდოა, რომ მცირე-მცირე მაგრამ ბევრი პრო-უკრაინული დანაყოფი მოქმედებს რუსეთის ტერიტორიაზე.
- ძალიან მაღალი ინტენსივობით იბომბება ბელგოროდის ოლქის ქალაქი შებეკინო. მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. რუსეთის ადმინისტრაციული შენობების წინ წვავენ ოფიციალურ დოკუმენტებს. იბომბება ქალაქის შემოგარენიც, სამხედრო ნაწილი, ქარხნები, საგზაო ინფრასტრუქტურა, სამთავრობო დაწესებულებები და სხვა. მოსახლეობა რუსეთის მთავრობისაგან სხვა თუ არაფერი მეტ გაშუქებას ითხოვს, თუმცა მოსკოვი რეალური სურათის ჩვენებას მაქსიმალურად ერიდება. იმ ფაქტმა, რომ ომმა რუსეთის ტერიტორიაზეც გადაინაცვლა ძალიან მძიმე დარტყმა შეიძლება ჰქონდეს რუსეთის მთავრობის პრესტიჟზე. თუმცა ოცდამეერთე საუკუნეში ცოტა რამ თუ იმალება.
- უკრაინელები აქტიურად იყენებენ ბრიტანულ Storm Shadow ტიპის ფრთოსან რაკეტებს. დღეს დაიბომბა ზაპორიჟიას ოლქის საპორტო ქალაქ ბერდიანსკის პორტი და აეროპორტი. მსხვერპლია რუსული ცოცხალი ძალაში და განადგურებულია მძიმე ტექნიკა. რა დაზიანდა პორტში ჯერ კიდევ არაა ცნობილი.
- იბომბება ფრონტისპირა ქალაქი პოლოჰის რუსული პოზიციები. ამ შემთხვევაში მუშაობს მძიმე არტილერია.
- დაიბომბა რუსეთის კალუგას, ბრიანსკისა და კურსკის ოლქები. ამ უკანასკნელზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად სამხედრო აეროპორტში დაზიანდა სუ-34 მულტიფუნქციური გამანადგურებელ-ბომბდამშენები. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების სრულ დისფუნქციას.
- რუსულმა სამხედრო ძალებმა შეტევის ძირითად პრიორიტეტად მარიინკა დასახეს, დონეცკის ოლქში, ქალაქი დონეცკის სიახლოვეს, სამხრეთ-დასავლეთით. ქალაქისათვის ბრძოლა 2014 წლიდან მიმდინარეობს. ქალაქი სრულადაა მიწასთან გასწორებული და დაახლოებით 60%-ს აკონტროლებენ რუსები (ომის დაწყების დღიდან დაახლოებით დამატებით 10%-ის დაკავება შეძლეს).
- რუსები აქტიურად ცდილობენ კიევის საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოფიტვას. პრაქტიკულად ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებს ისევე როგორც დრონებს ყოველდღიურად ესვრიან ქალაქს. მათი მიზანია Patriot-ის სისტემის განადგურება. იმდენად ინტენსიურია სარაკეტო იერიშები, რომ ამ ტემპის შენარჩუნება მათ ძალიან გაუჭირდებათ - როგორიც არ უნდა იყოს რუსული წარმოება ის ვერ დაეწევა იმ რაოდენობის გახარჯვას, რასაც რუსები იყენებენ. ამასთან, როგორც ჩანს რუსებისათვის Patriot-ის განადგურება რაღაც საკრალურ პრიორიტეტს წარმოადგენს და ლამისაა წმინდა ომი გამოუცხადონ მას.
- ევგენი პრიგოჟინის განცხადებით "ვაგნერმა" ბახმუტის 99% დატოვა და რუსეთის არმიას გადააბარა ქალაქი. იგი აცხადებს, რომ უკრაინელთაგან შეტევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა თავდაცვის სამინისტროს ძალები გასასვლელ გზებს ნაღმავსო. როგორც ჩანს თავდაცვის ძალებსა და "ვაგნერს" შორის სიტუაცია ფეთქებადია.
- კიდევ უფრო დიდი დაძაბულობაა "ვაგნერსა" და კადიროველებს შორის. ისინი ერთმანეთს ღია მუქარას უთვლიან. "ვაგნერი", რომელშიც ნაცისტური იდეოლოგიის ოფიცრობა ბევრია ღიად აქვთ გამოხატული ჩეჩნებისადმი სიძულვილი.
- არაორაზროვანი განცხადება გაკეთდა მოლდოვაში, დნესტრისპირეთთან დაკავშირებით. როგორც სანდუმ ისე ზელენსკიმ დნესტრისპირეთთან დაკავშირებით აღნიშნეს, რომ ეს კონფლიქტი მკვდარია და მისი გადაჭრა მალე მოხდება, მით უფრო იმ ფონზე, რომ უკრაინას არანაირი პრეტენზია არ აქვს დნესტრისპირეთთან მიმართებით, ხოლო რუსული არმიის ნარჩენები დეფაქტო ბლოკადაში იმყოფებიან.
მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის